ხშირად გვხიბლავენ დიდი ადამიანების ბრძნული აზრები. გვსურს შევისწავლოთ მათი ინტერვიუები, წიგნები, წინასწარმეტყველებები. სეთია ადამიანის ბუნება. ყველას სურს უკეთესი ცხოვრება და ცდილობს მიაღწიოს მას. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ, თუ რას ამბობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აღმსარებელი დალაი-ლამა XIV.
ბრძნული გამონათქვამები
ჟურნალისტები დალაი ლამას ყველა საკითხზე ესაუბრნენ, მაგრამ მთავარი თემა თემა მშვიდობა და პლანეტის მომავალი იყო. სულიერმა მოძღვარმა თქვა, რომ დედამიწაზე თითოეული ცოცხალი არსება ცდილობს იყოს ბედნიერი. ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენ ბედნიერებისთვის ვიბადებით.
სამყაროს ბედი – დალაი ლამამ აღნიშნა, რომ მსოფლიოში არის პრობლემები, რომელზეც ადამიანს არ შეუძლია გავლენის მოხდენა. მაგალითად, გლობალური დათბობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს გარემოს დაცვის საკითხები არ უნდა აინტერესებდეს. ყველამ თავისი მცირე წვლილი უნდა შეიტანოს და მცირე ნაბიჯებით მივიდეთ მიზნამდე.დალაი ლამამ ერთ-ერთ თანამედროვე მეცნიერთან პირად საუბარში თქვა, რომ მსოფლიოს ბედი უახლოესი 80 წლის განმავლობაში უნდა გადაწყდეს. ეს საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ კაცობრიობამ გააცნობიეროს მოძრაობის ვექტორის სისწორე. მა დაგმო შეიარაღებული აგრესიის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება და აღნიშნა, რომ ეს კარგს არავის მოუტანს.
აღმსარებლის აზრები – “მსოფლიო ეკუთვნის 7 მილიარდ ადამიანს!” – ამ სიტყვებით მან ხაზი გაუსვა დემოკრატიის მნიშვნელობას. ის თვლის, რომ განათლებული და ადეკვატური თანამედროვე ადამიანები არასოდეს გახდებიან ერთმანეთის მტრები. ბევრი მეტოქე ქვეყანა, რომელიც გაერთიანდა, განვითარდა და უკეთ ცხოვრობს. ამიტომ აუცილებელია ამ კურსის დაცვა.
ამას გარდა დალაი ლამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გონების სიმშვიდეს. “სულის სიმშვიდე მხოლოდ ლოცვით ან რწმენით ვერ მიიღწევა. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ბრაზი, მრისხანება – დამანგრეველი ემოციაა. მისი საფუძველი უვიცობაა, თანაგრძნობის საფუძველი კი ლოგიკური მსჯელობა, საკითხის ფართო პერსპექტივით შეხედვის უნარია.სულიერი მოძღვარი ხაზს უსვამს, რომ მატერიალურ ნივთებს არ შეუძლიათ მოგვანიჭოს ხანგრძლივი ბედნიერება. ამიტომ დიდი დრო უნდა დაუთმოთ სულისა და გონების განვითარებას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში.სამყარო და ჭეშმარიტება ახლა რთულ პერიოდს გადის. გადარჩებიან ისინი, ვინც აცნობიერებს მშვიდობის და უღრუბლო ცის მნიშვნელობას. მხოლოდ ისინი ამაღლდებიან, ვინც მყარად დგას საკუთარ მიწაზე.
თქვენ რა მოლოდინი გაქვთ მომავლისგან? გაქვთ სიკეთის გამარჯვების იმედი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.