როდესაც სასწრაფოდ გჭირდებათ ტანსაცმელი, ამ დროს კი ის სველია, ჩნდება კითხვა: როგორ გავაშრო ნივთები სწრაფად? გაშრობის დრო დამოკიდებულია თავად ქსოვილის ტიპზე. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ გააშროთ ნივთები სხვადასხვა გზით.
მშრალი ნივთები
მოლაშქრეებმა კარგად იციან, რომ სამოგზაურო ტანსაცმელები ძირითადად დამზადებულია სინთეტიკისგან. ის სწრაფად შრება, ინარჩუნებს სითბოს, რაც გაციებისგან იცავს ადამიანს. სინთეტიკა შრება რამდენიმე საათში, ხოლო სახლში მისი გაშრობა კიდევ უფრო სწრაფად შეიძლება. რაც შეეხება, სხვა სახის ქსოვილებს – როგორ დავაჩქაროთ მათი გაშრობა?
სარეცხი მანქანა – სარეცხ მანქანებს აქვთ ხოლმე შრობის ფუნქცია, მაგრამ თუ არ აქვს, რეცხვის შემდეგ ჩართეთ წურვის რეჟიმი ყველაზე მაღალ სიჩქარეზე, შედეთ მშრალი პირსახოციც. ის შეიწოვს ზედმეტ ტენს და ტანსაცმელი უფრო სწრაფად გაშრება. გაითვალისწინეთ, რამდენად შეეფერება ეს მეთოდი ქსოვილის ტიპს.
პირსახოცი – დელიკატური ნივთების გაშრობა შეგიძლიათ პირსახოცით. გაშალეთ ის ჰორიზონტალურად და მოათავსეთ ზემოდან გარეცხილი ნივთი. თუ პირსახოცი დასველდება, შეცვალეთ ის და შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენიც.
ფენი – ფენი იდეალური გამოსავალია სინთეტიკის და პატარა ნივთების გასაშრობად. მიმართეთ თბილი ნაკადი 50 სმ დაშორებით, რათა არ დააზიანოთ ნივთი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვენტილატორი. ჩართეთ ის და დაკიდეთ ნივთი მოპირდაპირე მხარეს.
უთო – უთოთი გაშრობის დროს გამორთეთ დაორთქვლის ფუნქცია. კარგად შეამოწმეთ ტანსაცმლის ეტიკეტი და იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით, რათა არ დააზიანოთ ის. თავის დაზღვევის მიზნით, შეგიძლიათ ნივთს დააფაროთ ზემოდან ბამბის თხელი ქსოვილი. ამ ხერხით ორ კურდღელს დაიჭერთ – გააშრობთ და პარალელურად დააუთოვებთ ტანსაცმელს.
ელექტრო საშრობი – არსებობს ტანსაცმლის სპეციალური საშრობი, რომელიც სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი. ასევე, შეგიძლიათ მიაფინოთ ის რადიატორებს, პირსახოცის საშრობს აბაზანაში…
რჩება რედაქციისგან: არასდროს უგულვებელყოთ ტანსაცმლის ეტიკეტზე მოცემული ინფორმაცია, რათა არ გააფუჭოთ ნივთი არასწორი მოპყრობით. არასდროს გამოიყენოთ ტანსაცმლის გასაშრობად ცეცხლი, ძალიან ცხელი საშუალებები. ნაქსოვი ტანსაცმელი გააშრეთ მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რათა არ გაიწელოს და ფორმა არ დაკარგოს.
თქვენ რომელი ხერხი გეჩვენებათ უფრო პრაქტიკულად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.