ქმარს განქორწინება სურს: რატომ განქორწინდებიან ჩვეულებრივი მამაკაცები?

219

როგორ მოვიქცეთ, როცა ჩემს ქმარს განქორწინება სურს? პირველ რიგში უნდა გაერკვეთ მიზეზში. განქორწინებების რიცხვი სულ უფრო და უფრო იმატებს მსოფლიოში. უმეტესად ოჯახის დანგრევის ინიციატორები მამაკაცები არიან. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც არსებობს ზოგადი ტენდენციები და პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

ქმარს განქორწინება სურს

თუმცა, სტატისტიკურად განქორწინებას ქალები უფრო მიმართავენ ხოლმე. ფაქტია, რომ ქალბატონები უფრო არიან მიდრეკილი შეაფასონ ურთიერთობების ხარისხი. ბევრ მათგანს ერთხელ; მაინც უფიქრია საყვარელ ადამიანთან განშორება, ზოგი კი ხანგრძლივი გაანალიზების შემდეგ მივიდა ამ დასკვნამდე.მამაკაცები მიჩვეულები არიან პრაგმატულად აზროვნებას. ზოგიერთისთვის ქორწინება დიდი ტვირთია და ვეღარ უმკლავდებიან პასუხისმგებლობას. რა შემთხვევაში ხდება ხოლმე ასე?

რატომ განქორწინდებიან მამაკაცები – პირველი და ყველაზე მთავარი მიზეზი მეუღლის ღალატია. ეს ძალიან აზიანებს მამაკაცის თავმოყვარეობას. ამიტომ ქმრები იშვიათად პატიობენ ცოლებს ღალატს.ზოგი იწყებს ფიქრს, თუ რამდენად მყარია მისი ურთიერთობა და არ მოსწონს ცოლისგან ნაკლები ყურადღება. ფაქტია, რომ ქალბატონები, რომლებიც მეტ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ამბიციებსა და კარიერას, უფრო ხშირად ენგრევათ ოჯახი.

ქორწინება აგებული უნდა იყოს ურთიერთგაგებასა და მხარდაჭერაზე. ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში გადახვევა გამოიწვევს პრობლემებს ურთიერთობებში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ბალანსი ყველა სფეროში.სხვათა შორის, პრობლემები ოჯახში ხშირად ჩნდება პირველი შვილის გაჩენის შემდეგაც. ფსიქოლოგიაში ამას პირმშოს კრიზისი ჰქვია. ცოლი ხდება დედა და დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვს, ქმარი კი გვერდზე რჩება. ჭკვიანი მამაკაცი ამ დროს ცოლს ეხმარება და უთანაგრძნობს, მაგრამ არასწორად მოაზროვნეები იწყებენ კონფლიქტებს, ჩხუბს, ურთიერთობების გარკვევას. ამ ყველაფერს კი განქორწინებამდე მიჰყავს წყვილი.

განქორწინებების სხვა მიზეზები-რაც უფრო დიდხანს ცხოვრობ ადამიანთან, მით უფრო უკეთ ეცნობი მას. თავიდან ყველას ჰგონია, რომ იპოვა ის ერთადერთი და განუმეორებელი, მაგრამ თანდათან აღმოჩნდება, რომ ინტერესები არ ემთხვევა, ცხოვრება ერთფეროვანი ხდება, ქრება ვნება და რომანტიკა.რაც უფრო გადის დრო, პრობლემები იმატებს. ეს გარდაუვალია, მაგრამ საკითხავია, როგორ გაუმკლავდებიან ამას მეუღლეები. ზოგი განქორწინდება იმიტომ, რომ აღმოაჩენს, რომ შეცდომა დაუშვა. უმეტესად ეს ხდება ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში. წყვილი არ არის მზად ოჯახური ცხოვრებისთვის და ვერ უმკლავდებიან ყოფით პრობლემებს.

საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს