გამოცდილი მკურნალები ამ მცენარეს დიდად აფასებენ, რომელიც ფილტვების, გულის, სისხლძარღვების, ქალური ორგანოების, კუჭ-ნაწლავის და პანკრეასის სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაში გვეხმარება.
ძირმწარას ფლებიტის, თრომბოფლებიტის, ვარიკოზული ვენების დროს იყენებენ. მცენარე ჰიპერტონიის საწყის ეტაპზე წნევას ამცირებს. ძირმწარას ფესვების და ფოთლების წყლიან ნაყენს, ნახარშს და სპირტიან ნაყენს წყლულების, ცისტიტის, ხველის, ქოშინის და კანის გამონაყარის დროს სვამენ. ითვლება, რომ ძირმწარა ჯადოთი გამოწვეულ უნაყოფობას კურნავს. ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია პლაცენტის მოსაშორებლად მშობიარობის შემდგომ ორგანიზმის გასაწმენდად იყენებენ.
თითოეულ მცენარეს სხვადასხვა დაავადებებთან გამკლავების უნარი გააჩნია. ძირმწარას ტუბერკულოზის, პოდაგრას, მალარიის, გრიპის და ანგინის დროსაც იყენებენ.
ამ ბალახს თავისი ხიბლი გააჩნია. ძირმწარა ადამიანს ადგილის სწრაფი ცვლილების უმტკივნეულოდ გადატანაში ეხმარება. ჩემი მეგობარი უკვე 20 წელია თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, ზაფხულობით კი თავის ქალაქს ბრუნდება. რამდენიმე დღე თითქმის მკვდარივით დადის და ნებისმიერი ინფექციების მიმართ უძლურია. მას ასეთ დღეებში შემდეგი ნაყენის დალევა ვასწავლე. 1 ჩ/კ ხმელ ძირმწარას ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ნახევარი საათით დააყენეთ და ¼ ჭიქა დღეში რამდენჯერმე დალიეთ. მდგომარეობის გაუმჯობესება იმწამსვე იგრძნო. ამის შემდეგ არანაირი რეაქცია არ აწუხებდა.
- კუნთების ტკივილი, პოდაგრა. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ბალახს 1 ჭიქა ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით. ღამით (8 საათი) დააყენეთ და გადაწურეთ. ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ დალიეთ.
- კანის გამონაყარი. აქ აბაზანა დაგეხმარებათ. 2 ჩ/კ ფესვებს 2 ჭიქა წყალი დაასხით და 10 წუთით ადუღეთ, აბაზანას დაუმატეთ. აბაზანა მაქსიმუმ 15 წუთით მიიღეთ. ამ მცენარის გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, მისი დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
- გაციების და ხველის დროს ძირმწარა კარგად დაგეხმარებათ. მთელი მცენარე მოხარშეთ, როგორც ჩაი და 0,5 ჭიქა ცხელი სასმელი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ძლიერი ჩაის მოდუღება არ შეიძლება, რადგან ძირმწარა შხამიანი მცენარეა.
- გაფანტული სკლეროზის და სხვა დაავადების სამკურნალო ეფექტური რეცეპტი: „უკვე რამდენიმე წელია ერთ მოხუც ქალს ვაკვირდები. ის 91 წლის, ისტორიის ყოფილი მასწავლებელია. ძალიან სასიამოვნო, გულახდილი და საინტერესო მოსაუბრეა. ჩვეულებრივ მე ჩემი საქმით ვარ დაკავებული, ის კი სავარძელში ზის და ჩვენ ვსაუბრობთ, ბოლო დროს, შევამჩნიე, რომ არაფერს ამბობს და ხედვა ერთ წერტილში უშეშდება. მას მეხსიერების დაკარგვა დაეწყო. დიაგნოზი – გაფანტული სკლეროზი.
ხანდაზმული ასაკის გამო ოფიციალური მედიცინის გამოყენება გამოვრიცხეთ და სამკურნალოდ ძირმწარა გამოვიყენეთ. ეს სარეველა ბევრი მებაღისთვის ცნობილია. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იცოდნენ, სადაც მას მცენარე ფლუიდს უწოდებდნენ.
მცენარის ახალ გაწურული წვენის ცივი სახვევი ჭრილობის შესახორცებლად და გველის ნაკბენის დროს გამოიყენება. მცენარეს სისხლის და თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად, ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ჰიპერტონიის სამკურნალოდ, შეშუპების და ტუბერკულოზის სამკურნალოდ იყენებენ. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ 10-15 წვეთი ახალ გაწურული ძირმწარას ფოთლების წვენი დალიეთ. ჩემი თანამშრომელი ძირმწარას წვენს 3 კვირის განმავლობაში იღებდა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ხედვა ცხადი და აზრიანი, მისი საუბარი კი ლოგიკური გახდა. მსგავსი პრობლემების დროს ამ საშუალების გამოყენებას გირჩევთ, ნამდვილად კარგად მოქმედებს.
ძირმწარას მთავარი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ტვინის მუშაობას ააქტიურებს. სწორედ ამიტომ, შიზოფრენიის სამკურნალოდ მისი ფესვები რძიანას ფესვებთან ერთად ხშირად გამოიყენება. მცენარეების ფესვები გაახმეთ, 100 გრ ფხვნილის სახით დააქუცმაცეთ და აურიეთ, 0,5 ლ წითელი ნატურალური ღვინო დაასხით და 1 კვირაში ყოველ საღამოს, ძილის წინ 1 ს/კ საშუალება დალიეთ. ყველას ძლიერ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.
უკუჩვენება
ძირმწარა შხამიანია. უკუჩვენებულია ორსულებისთვის და საშვილოსნოს სისხლდენის დროს. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება ჰემორაგიული ნეფრიტი, გასტროენტერიტი და მენორაგია გამოიწვიოს.