ყვავილების ნერგების გამოზრდით აღარ ვიტანჯავ თავს, რადგან არსებობს შესანიშნავი ყინვაგამძლე მცენარეები, რომელთა დათესვა შესაძლებელია პირდაპირ მიწაში.

609

მარტში მებაღეებს მოსაწყენად აღარ სცალიათ, დროა უკვე ყვავილები დარგონ. მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ნაკვეთის ყვავილებით დამშვენება, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოვუმზადეთ საუკეთესო ყვავილების ნაკრები, რომლებიც არ საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას, არ ეშინიათ ყინვის და შეიძლება პირდაპირ მიწაში დარგვა.

ერთწლიანი მცენარეები აგარაკისთვის

რუდბეკია წარმოადგენს ასტრისებრთა ოჯახს და თამამად შეიძლება ვუწოდოთ მებაღის ოცნება. საკმარისია დათესოთ მზიან ადგილას, სხვა განსაკუთრებული მოვლა აღარ სჭირდება.”შავთვალა გვირილა” კარგად უძლებს ყინვებს. მისი დათესვა გრუნტზე შეიძლება აპრილიდან. ამასთან, ყვავილობას იწყებს ივნისში და დაზამთრებამდე ყვავის.

ქრიზანთემა – ხასხასა და მომხიბვლელი ქრიზანთემა არის როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი. ამასთან, ერთწლიან მცენარეებს თავისი უპირატესობა აქვს – არ ჭირდება ზამთრისთვის შეფუთვა, დაცვა, შენობაში შეტანა.ზოგიერთი მისი სახეობა შესაძლებელია პირდაპირ მიწაში დაითესოს აპრილში. ორ კვირაში აღმოცენდება და დათესვიდან 8-10 კვირში ყვავილობას დაიწყებს.

ფლოქსი – ამ ყვავილს ყინვაგამძლე თესლი აქვს და შესანიშნავია მიწაში ადრეული თესვისთვის. ყვავილების ფერები განსხვავებულია: თეთრი, ვარდისფერი, კრემისფერი, ხასხასა წითელი, იისფერი.დათესვა შეგიძლიათ აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში. ფლოქსს არ ეშინია არც გვალვის, უყვარს მზის შუქი. უნდა შეურჩიოთ ფხვიერი და ნოყიერი ნიადაგი და თქვენს კლუმბაზე ნამდვილი ცისარტყელა გაიზრდება, რომელიც შემოდგომამდე გაგაბედნიერებთ.

ამარანტი – როგორც ცნობილია, ამარანტის ფოთლები მდიდარია C ვიტამინით და გემოთი შპინატს მოგაგონებთ. ხასხასა ყვავილები და მაღალი ღეროები საოცრად დაამშვენებს ბაღს.ამარანტი სითბოს მოყვარული მცენარეა, ზოგი მეყვავილე მას მაისში თესავს და კარგად იტანს ზამთარს. ზაფხულის ბოლოს უკვე 2 მეტრამდე ბუი ხდება.

ლავარეტი – ლავარეტი ანუ ველური ვარდი უპრეტენზიო მცენარეა. მას პრაქტიკულად არანაირი მოვლა არ ჭირდება.ლავატერა გრუნტზე მაისის დასაწყისიდან ირგვება. ის კარგად უძლებს ყინვას. ივლისში მასზე დიდი თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები გაჩნდება.

გიფსოფილია – მომხიბვლელი გიფსოფილია ყვავის დათესვიდან თვენახევარში! მისი ყვავილების მსუბუქი ღრუბელი ბაღს ამშვენებს ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ ის იძლევა უხვ თესლს და თავად მრავლდება.ერთწლიანი მცენარეების დათესვა გრუნტზე შესაძლებელია მაისში ან ზამთრამდე. გაზაფხულზე არჩევენ ძლიერ ნერგებს და რგავენ მუდმივ ადგილას.როგორც ხედავთ, ლამაზი ბაღის მოსაწყობად სულ არ არის აუცილებელი მთელი დღის მათ მოვლაში გატარება. უბრალოდ უნდა შეარჩიოთ უპრეტენზიო ყვავილები ჩვენი მოცემული სიიდან. თქვენ რომელი მცენარე უფრო მოგწონთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს