ქალმა გაიგო, რომ ტყუპებს ელოდებოდა, მაგრამ ექიმებმა ექოსკოპიაზე სახიფათო დეტალი შენიშნეს.

1987

როცა ლიზა ჰანსენი საყვარელ ადამიანს გაჰყვა ცოლად, წყვილი უკვე ოცნებობდა ბავშვზე. ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა და ლიზა სამი წლის განმავლობაში ვერ დაფეხმძიმდა.

როცა ქალის მუცელმა, ბოლოს და ბოლოს, ზრდა იწყო, პრობლემებმაც არ დააყოვნა. ექიმებმა ფეხმძიმეს აბორტიც კი შესთავაზეს, რათა მისი სიცოცხლე ეჭვქვეშ არ დამდგარიყო. ლიზამ კი, ქმართან ერთად, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ბავშვებზე მეოცნებე ჰანსენების ოჯახს ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ სამყაროს არა ერთი ბავშვი, არამედ ტყუპები მოევლინებოდნენ. მომავალი დედა სამაგალითოდ ასრულებდა ექიმების ყველა მითითებას და რეგულარულად დადიოდა გამოკვლევებზე.

თუმცა, ფეხმძიმობის მე-19 კვირას სპეციალისტმა მეუღლეებს ცუდი ამბავი შეატყობინა. აღმოჩნდა, რომ ლიზას მონოამნიოტური ტყუპები უნდა გაეჩინა. ასეთი ბავშვები იყოფენ ერთ პლაცენტასაც და სამშობიარო წყლის გარსს.

ექიმებისთვის ეს სიტუაცია ძალიან იშვიათია, თუმცა იცოდნენ, რომ ტყუპების სიცოცხლისთვის იგი ნამდვილად საშიშია. იმის რისკი, რომ პატარების ჭიპლარები გადაიხლართება, რამდენჯერმე იზრდება. ასეთი ფეხმძიმობა, ხშირად, ტრაგედიით სრულდება: მიაქვს პატარების სიცოცხლეები და დედის ჯანმრთელობას შეუქცევლად ვნებს.

როცა ექიმებმა შეამჩნიეს, რაც ხდებოდა ლიზას მუცელში, ქალს აბორტის გაკეთება შესთავაზეს, სანამ გვიანი იქნებოდა. მომავალმა დედამ და მისმა მეუღლემ ერთხმად განაცხადეს უარი. ჰანსენები ხომ ამას 3 წელი ელოდნენ! შეყვარებულებმა გადაწყვიტეს, ბედსა და ექიმების ცოდნას მინდობოდნენ.

მშობიარობა ფეხმძიმობის 31-ე კვირას დაიწყო. სპეციალისტები იმდენად არ იყვნენ დარწმუნებულები დადებით შედეგში, რომ მომავალ მშობლებს ურჩიეს, არ ეჩქარათ ნივთების შეძენა ბავშვებისთვის. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, როცა სამყაროს ორი გოგონა მოევლინა.

პატარა რივერი და პაიპერი დაბადებიდან ძალიან სუსტად იყვნენ. ცოლ-ქმარმა ბავშვების სახლში წაყვანა მხოლოდ 14 კვირის შემდეგ შეძლეს. ამ დროის განმავლობაში, მეუღლეები მუდმივად ბავშვებთან იყვნენ და უარყოფით აზრებს თავიდან იცილებდნენ.

დღეს, სხვათა შორის, ბავშვები თანატოლებს არაფრით ჩამოუვარდებიან. რივერი და პაიპერი ყოველდღიურად იზრდებიან, ახარებენ მშობლებს ჯანმრთელობისა და მხიარულებით. ამ უჩვეულო ფეხმძიმობისა და მშობიარობის შესახებ მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს