ფქვილში რომ მავნებლები არ გაჩენილიყო, ბებია განსაკუთრებულად ინახავდა.

0
1223

კრიზისის დროს ადამიანები პანიკაში არიან და ცდილობენ საჭირო ნივთები და პროდუქტი მოიმარაგონ. დიდ მარაგს სათანადოდ შენახვა ჭირდება, რათა არ გაფუჭდეს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით როგორ შეინახოთ ფქვილი ისე, რომ არ დაინესტოს, ან მავნებლები არ გაუჩნდეს.

როგორ შევინახოთ ფქვილი

როგორც ვიცით, ხორცპროდუქტები მაცივარში უნდა ინახებოდეს, მარცვლეული კი დახურულ ქილებში, მაგრამ რა ვუყოთ ფქვილს? ჭირდება თუ არა მას განსაკუთრებული მოვლა? რა ხრიკებს მიმართავენ დიასახლისები ფქვილის ხანგრძლივად შესანახად?

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი ხარისხის ფქვილი სათანადო პირობების შემთხვევაში წლების განმავლობაში ინახება. დაბალი ხარისხის ფქვილი ნაკლებ დროს ძლებს.პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა +20 °C. შესანახი ოთახი უნდა იყოს მშრალი და კარგად ვენტილირებადი. ასევე, აუცილებელია, რომ არ იყოს მკვეთრი სუნი, რადგან ფქვილი ადვილად შთანთქავს ნებისმიერ სუნს.

ასევე, არ უნდა იყოს ნესტი. ის ძალია მალე აფუჭებს ნებისმიერი ხარისხის ფქვილს. მავნებელია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, რაც იწვევს ტენის კონდენსირებას ოთახში.რაც შეეხება შეფუთვას, სახლში შესანახად ფქვილისთვის გამოიყენეთ ქაღალდის ან ნაჭრის ტომრები. სპეციალისტები გვირჩევენ ფქვილის შეძენას ქაღალდის პაკეტებით, რომელიც უნდა შეინახოთ პოლიეთილენის პარკებში.თუ ფქვილის ტომარა გახსნილია, მაშინ ფქვილი უნდა ჩაყაროთ შუშის ქილებში, მეტალის ყუთებში, არ გირჩევთ პოლიეთილენის პარკებში შენახვას.

როგორ დავიცვათ მავნებლებისგან – მნიშვნელოვანია, პროდუქტის დაცვა მავნებლებისგან. ჭიები, პეპლები, ხოჭოები არა მარტო შეჭამენ მარაგს, დასახლდებიან ფქვილში და მთლიანად გააფუჭებენ პროდუქტს.ამიტომ რეკომენდებულია ფქვილთან ერთად ჭურჭელში მოვათავსოთ რამდენიმე კბილი ნიორი, რომელიც დაიცავს თქვენს მარაგს მწერებისგან.

თუ ფქვილი ბევრია და გჭირდებათ რამდენიმე თვით მისი შენახვა, მოათავსეთ კილოიანებად დაფასოებული ტომრები ხის ყუთში. თავზე მოაყარეთ ქონდარი, ილი, კალენდულა, აბზინდა. ასე ფქვილი დიდხანს ინახება, მავნებლები ფრთხებიან, ხოლო თავად ფქვილს სასიამოვნო არომატი ეძლევა.

თქვენ როგორ ინახავთ ფქვილეულს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.