უფროსის ცოლი მივიდა ქმრის სამსხურში, შემდეგ კი ჯიბეში ქაღალდი იპოვა.

1862

დამლაგებლის შრომას ბევრი არ თვლის ღირსეულ საქმედ. ხელფასი დაბალია, სამუშაო კი რთული და არაჰიგიენური. ხალხსაც ისეთი დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, თითქოს მხოლოდ ნაგვის გამტანი იყოს.ალექსანდრეს 24 წლის ასაკში მოუწია სწავლის მიტოვება და სამუშაოს ძებნა, რათა დედას დახმარებოდა და აი, მესამე წელია მუშაობს ერთ ოფისში, სადაც ყველა აგდებულად უყურებს და დასცინის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მის ამბავს მოგიყვებით.

დამლაგებლის შრომა

“ისევ ფეხებში გვედები, მერე ვერ მოწმინდავ?” – ხშირად ესმოდა გესლიანი შენიშვნები. არადა მას ხომ თავისი მოვალეობა და განრიგი აქვს , მაგრამ რა აზრი აქვს ჩივილს? მთავარია გააკეთოს თავისი საქმე, აიღოს ხელფასი, რომ იარსებოს.”მე ხომ არ გაძლევთ შენიშვნებს, რო ყველგან ნაგავს ყრით? ტუალეტებზე უკვე აღარაფერს ვამბობ.” – ფიქრობდა თავისთვის ბიჭი.

არც უფროსისგან მიუღია პოზიტიური დამოკიდებულება. ბატონი დიმიტრი არ იყო იმ ადამიანების კატეგორია, ვინც უბრალო ადამიანებზე ზრუნავდა. კიდევ კარგი, ხელფასს მაინც უხდის დროულად. ოფისში ხანდახან მოდიოდა ხოლმე ერთადერთი კარგი ადამიანი, ქალბატონი ანა – დიმიტრის ცოლი. ის ყველას ღიმილით ესალმებოდა, მათ შორის დამლაგებლებსაც.ამჯერად ანა გაჩერდა, გამოელაპარაკა ბიჭს, მოიკითხა დედამისიც. ალექსანდრე ფიქრობდა: წარმოუდგენელია, რანაირად შეიძლება ასეთ უჟმურ მამაკაცს ჰყავდეს ლამაზი, კეთილი ცოლი?

კეთილი ქალი – მთელი ამ წლების განმავლობაში ანა კარგად ეპყრობოდა ალექსანდრეს. სთხოვა კიდეც ქმარს დაეწინაურებინა საბრალო ბიჭი, მაგრამ მან კატეგორიული უარი უთხრა.ერთ დღეს ქალი ჩვეულებრივად მოვიდა ოფისში. ალექსანდრე მიესალმა და სასწრაფოდ მიუბრუნდა თავის საქმეს: “ბატონმა დიმიტრიმ მიბრძანა ადრე დავამთავრო დალაგება, დღეს ხომ პარასკევია.” ქალის გაოცებულ სახეს რომ შეხედა, მიხვდა, რომ რაღაც ზედმეტი თქვა. სახლში დიმიტრის უთქვამს, რომ დღეს გვიანამდე მოუწევდა მუშაობა…

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ქმარი იტყუებოდა. რა ხდება ნეტავ? როდესაც თავისი საქმე დაამთავრა, ალექსანდრე უფროსის კაბინეტში შევიდა, რათა შეემოწმებინა ხომ არაფერი დარჩა გასაკეთებელი. სავარძელში დიმიტრი იჯდა, მის წინ კი მაგიდაზე ახალგაზრდა პრაქტიკანტი… დირექტორი გაბრაზდა და სასწრაფოდ ოთახიდან გასვლა უბრძანა.გზაში ალექსანდრე სულ მომხდარზე ფიქრობდა. მას ძალიან მოსწონდა ანა, 28 წლის ჭკვიანი და საინტერესო მანდილოსანი. მეორე დღეს ოფისში მოსულ ქალს ჩუმად ჩაუდო წერილი ჯიბეში, რომელზეც წინა დღეს მომხდარი შემთხვევა ეწერა. ანასაც კარგა ხანია ეჭვი ეპარებოდა ქმრის ქცევაში, ამიტომ გადაწყვიტა შეემოწმებინა.

მატყუარას გამოაშკარავება – საღამო ხანს მივიდა ოფისში, ჩუმად გააღო მთავარი კარი პირადი გასაღებით და ქმრის კაბინეტისკენ წავიდა. იქიდან ქალის სიცილი ისმოდა, შეაღო კარი და უხერხულ პოზაში მყოფი წყვილი დაინახა. რა თქმა უნდა, მაშინვე განქორწინება გადაწყვიტა.ორი კვირის განმავლობაში დირექტორი ოფისში აღარ გამოჩენილა. შემდეგ კი გაირკვა, რომ ფირმა იხურებოდა. ერთ დღეს ანა მივიდა ალექსანდრესთან, ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა და კონვერტი გადასცა. ეს იყო მთელი წლის ხელფასი და პრემიები. ასევე ანას სავიზიტო ბარათი.

რჩევა რედაქციისგან: როგორც არ უნდა წავიდეს ჩვენი ცხოვრება, უნდა დავრჩეთ ადამიანებად. დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, დავაფასოთ და პატივი ვცეთ. თქვენ რას ფიქრობთ? გავიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს