არყის კვირტები შეაგროვეთ – ის ფასდაუდებელა. ნახარში და ნაყენი მოამზადეთ, წამლები დაგავიწყდებათ

397

დღეს არყის კვირტების დახმარებით უსიამოვნო დაავადებების მოშორების მეთოდებს გიზიარებთ.

  • ნაღვლის ბუშტის ანთების მოსაშორებლად 100-100 გრ ხმელი დაქუცმაცებული არყის კვირტები, სააფთიაქო გვირილას ყვავილები, კრაზანას და უკვდავას ბალახი აურიეთ. საღამოს 1 ს/კ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ღამით დააყენეთ, გადაწურეთ და ნაყენი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი დილით, უზმოზე, მეორე კი – საღამოს, ძილის წინ დალიეთ. ასევე ყოველ დღე ახალი ნაყენი მოამზადეთ და სრულ გამოჯანმრთელებამდე დალიეთ.
  • კუჭის წყლული შეხორცდება, თუ მინის ქილის მოცულობის ნახევარს არყის კვირტით აავსებთ, ბოლომდე სამოგანით აავსებთ და 20 დღე დააყენებთ. 1 ს/კ ნაყენი დილით, უზმოზე დალიეთ.
  • ასთმის სამკურნალოდ ხმელი 2 ს/კ არყის ფოთლები, თითო თითო ს/კ არყის კვირტი, ჭინჭრის ფოთლები, მატიტელას და ბეგქონდარას ბალახი, გულყვითელას და სააფთიაქო გვირილას ყვავილები დააქუცმაცეთ და აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და 0,5 ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ, 10 დღის განმავლობაში დალიეთ. ნარევით სავსე ქილა თავდახურული შეინახეთ. ასევე შეგიძლიათ 2 ს/კ არყის კვირტი და ფიჭვის კვირტი დააქუცმაცოთ და აურიოთ, 200 მლ არაყი დაასხათ და 2 კვირა დააყენოთ. ამის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და 300 გრ მაისის თაფლი და ალოეს წვენი დაუმატეთ. აურიეთ და 1 ს/კ ნარევი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღეთ.
  • გრიპის და ანგინის დროს ბოთლის ნახევარი მოცულობა არყის კვირტებით აავსეთ, ბოლომდე ხარისხიანი არყით გაავსეთ. 10 დღე დააყენეთ და 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ. ძალიან მალე გამოჯანმრთელდებით.
  • ნაწოლები და ინტერტრიგო მალე შეხორცდება, თუ მინის ქილის მოცულობის ნახევარს არყის კვირტებით გაავსებთ, ბოლომდე არაყს დაასხამთ და 1 თვე ბნელ ადგილას დაააყენებთ, შემდეგ კი ამ ნაყენს პრობლემურ ადგილას რეგულარულად შეიზელთ.
  • თუ თირკმლის დაავადება გაწუხებთ, 100-100 გრ არყის კვირტები, სელის თესლი და ხორბლის გაღვივებული მარცვლები აურიეთ, ნარევი მუქი ფერის ბოთლში ჩაყარეთ და 200 მლ არაყი დაასხით. 4 დღე გრილ ადგილას დააყენეთ, გადაწურეთ და 1 ჩ/კ ნაყენი 1 თვის განმავლობაში ჭამამდე დალიეთ.
  • ყოველ გაზაფხულს არყის კვირტებს ვაგროვებ და შემდეგ დაავადებების სამკურნალოდ ვიყენებ. თუ ოდნავ გავცივდები, 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ არყის კვირტებს 0,5 ჭიქა მდუღარე წყალს ვასხამ, გაგრილებამდე ვაყენებ და თბილ ნაყენს დღეში 3-ჯერ ვსვამ. ღამით არყის კვირტების სპირტიანი ნაყენით სხეულს ვიზელ. მის მოსამზადებლად 1 ს/კ ნედლს 1 ჭიქა არაყი დაასხით და 8-10 თბილ ადგილას დააყენეთ, ყოველდღე შეანჯღრიეთ. მზა ნაყენი გადაწურეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ. სხეულის დაზელვის შემდეგ ლოგინში ვწვები.
  • ამავე ნაყენს 20-20 წვეთობით დღეში 3-ჯერ ბრონქიტის, ტრაქეიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, თირკმელკენჭოვანი დაავადების, ათეროსკლეროზის და თავისი ტკივილის სამკურნალოდ ვიყენებ.

ჩემი ბებია გაჭინაურებულ ხველას ცაცხვის თაფლის, ალოეს ფოთლების, არყის კვირტების, ცაცხვის ყვავილებისა და მცენარეული ზეთისგან მომზადებული საშუალებით იშორებდა. 3-5 წლის ალოეს ფოთლები (1 კვირა არ უნდა იყოს მორწყული) მოკრიფეთ, 10 დღე ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ, შემდეგ დააქუცმაცეთ და ცხელ თაფლში აურიეთ. ამის შემდეგ ცაცხვის ყვავილები და არყის კვირტები ადუღების შემდეგ 1-2 წუთით ხარშეთ. გაგრილებული ნახარში გადაწურეთ და თაფლის და ალოეს გაგრილებულ ნარევს დაუმატეთ. პროპორციას ბებია ყოველთვის თვალით ზომავდა. მე კი ვიყენებ 100 გრ ალოეს ფოთოლს, 700 გრ თაფლს, 30 გრ ცაცხვის ყვავილს, 70 გრ არყის კვირტს და 0,5 ჭიქა მცენარეულ ზეთს. საშუალება გრილ ადგილას შეინახეთ. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ აუცილებლობის შემთხვევაში მიიღეთ. ნარევი არა მხოლოდ ხველას, არამედ ბრონქიტსაც გაუმკლავდება.

იყიდება