ყელში როდესაც ერთი ლუკმაც არ გადადის, რა უნდა ვქნათ და რატომ უნდა ვაიძულოთ თავი ცოტა მაინც მივირთვათ.

194

რომ ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია შიმშილი, ზოგი კი პირიქით არის. შიმშილის არ ქონა რეალურად ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე ზედმეტი ჭამა. რატომ? ეს მარტივია: ზედმეტი კვება გამოიწვევს წონის მატებას და სურვილის შემთხვევაში რამდენიმე თვეში ისევ შეგიძლია ფორმაში ჩადგე. რაც შეუძლებელია უჭმელობის დროს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით უკუჩვენებებზე.

შიმშილის უქონლობა

საკვების გარეშე ხანგრძლივად ყოფნა იწვევს ბევრ შეუქცევად პროცესს. გამოფიტვა იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებას. ორგანიზმი არ იღებს საჭირო ნივთიერებებს და აღარ შესწევს უნარი გაუძლოს სტრესებს, პანიკას, შფოთვას.

როგორ მივიღოთ საკვები, როდესაც არ გვსურს

  1.  დაივიწყეთ სასარგებლო საკვები და ნურტიენტები. კრიზისულ სიტუაციაში ბევრს ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რამდენად ჯანსაღია საკვები. მიირთვით ის, რაც განიჭებთ სიამოვნებას. თუნდაც ეს იყოს მხოლოდ კარაქიანი პური ან ნამცხვარი. თქვენი ამოცანაა შეუნარჩუნოთ ორგანიზმს ფუნქიონალური უნარები. ამას კი მიაღწევთ საკმარისი რაოდენობის კალორიების მიღებით, რომელიც ნებისმიერ საკვებში შედის.
  2. თუ გიჭირთ ერთდროულად საკვების მიღება, სცადეთ მცირეოდენი ულუფებით მიღება. ჭამეთ 6-7-ჯერ დღეში, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე ლუკმა. ეს მეთოდი არ განეკუთვნება სწორ კვებას, მაგრამ ამ ეტაპზე ყველა თქვენს მიერ მოწოებული ვარიანტი მისაღებია.
  3. დაღეჭეთ რაც შეიძლება ნელა. ასე თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ნორმალურად იმუშავებს. ღეჭვისას ყურადღება გაამახვილეთ სუნთქვაზე. იყავით მშვიდად.
  4. შეეცადეთ დალიოთ მეტი წყალი. ძლიერი სტრესის დროს ჩვენ ვივიწყებთ ორგანიზმის ძირითად მოთხოვნილებებს და გვიქრება წყურვილის შეგრძნება. საჭიროების შემთხვევაში დააყენეთ ტელეფონზე აპლიკაცია, შეხსენება, რომ დროულად მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე.
  5. უმჯობესია, ყავის დალევა სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან ის შეიცავს კოფეინს, რაც მაღლა წევს კორტიზოლის დონეს სხეულში. . სტრესის დროს ორგანიზმში კორტიზოლის დონე ისედაც მაღალია და კოფეინის დამატება არ გამოიწვევს კარგ შედეგს.

რჩევა რედაქციისგან: საკუთარ თავზე ზრუნვა ახლა ყველაზე მთავარია. დაკავდით სასიამოვნო საქმით, მოუსმინეთ მუსიკას, იპოვეთ ცხოვრებაში თქვენთვის კომფორტული ადგილი და გარემო. შეწყვიტეთ ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანებთან, იყავით ბედნიერი! თქვენ რას გვირჩევთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს