გოგონას ამბავი, რომელმაც მონაზვნის ფორმა გადაიცვა, რათა შური ეძია ყოფილ შეყვარებულზე.

4831

იმ წვიმიან დღეს ნატა მარტო სეირნობდა პარკში. ირგვლივ არავინ არ ჩანდა, გოგონა დადიოდა წვიმაში ქოლგის გარეშე და სუფთა ჰაერს ღრმად ისუნთქავდა. ათვალიერებდა შეყვარებულ წყვილებს, მოხუცებს. ნატა ადრეულ ასაკში დაობლდა, ყოველთვის აკლდა დიდი და მეგობრული ოჯახის გარემოცვა.ბუნებამ დაუჯერებელი სილამაზით დააჯილდოვა. მოხდენილი, გრძელთმიანი, უზარმაზარი, ნაცრისფერი თვალებითა და კარგი მანერებით. გოგონასთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ბევრს შურდა და ბიჭები კი გვერდს ვერ უქცევდნენ. ერთ დღეს მან ბოროტად იხუმრა, რამაც დიდი გარდატეხა მოახერხა მის ცხოვრებაში. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:

ობოლი გოგონა

ნატა შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ის კარგად სწავლობდა და მშობლებს აბედნიერებდა. მამა და დედა ამაყობდა შვილით, მაგრამ დიდ ყურადღებას ვერ აქცევდნენ, რადგან მუშაობდნენ და ბავშვს ძიძა ზრდიდა, რომელიც დედასავით იყო. ერთად ამზადებდნენ სადილს, ერთად სეირნობდნენ, კითხულობდნენ, სწავლობდნენ.რვა წლის იყო, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა და მშობლები დაიღუპნენ. როდესაც ბავშვის მეურვეობის საკითხი დადგა, ძიძამ გადაწყვიტა ნატას შვილად აყვანა და მასზე ზრუნვა. ოლიამ და ნატამ ერთად გაიარეს რთული პერიოდი. შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. ნატა იზრდებოდა, სწავლობდა, ეხმარებოდა დედობილს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა.

პირველი სიყვარული – ნატასთან ერთად სწავლობდა ბექა. ის ერთ-ერთი იმათგანი, იყო, ვისაც სწავლა არ აინტერესებდა, დედისერთა, გათამამებული ბიჭი, რომელსაც ყველაფერი მზამზარეული ჰქონდა. ნატას სილამაზემ მოხიბლა და მასთან დაახლოებას ცდილობდა. თავიდან გოგონა ყურადღებას არ აქცევდა. შემდეგ კი დასთანხმდა პაემანზე. რა თქმა უნდა, ბექას სერიოზული ურთიერთობა არაფერში სჭირდებოდა და მხოლოდ გართობა აინტერესებდა. ამას გოგონა რაღაცნაირად გრძნობდა კიდეც, მაგრამ როდესაც ბიჭმა მისი მშობლებისთვის გაცნობა მოინდომა, დასთანხმდა.

გოგონამ ჩაიცვა და მოემზადა ბექას მშობლების გასაცნობად. როდესაც სახლში მივიდნენ, იქ არავინ იყო. ბიჭმა უთხრა, რომ დედ-მამა ერთ საათში მოვიდოდა და მანამდე სასმელი შესთავაზა. ნატა ენდობოდა “შეყვარებულს” და ცუდი არაფერი უფიქრია. როდესაც ჭიქა დაცალა, გონება დაებინდა… გონს მოსულ და შეურაცხყოფილ გოგონას ბექა დაემუქრა, რომ არაფერი ეთქვა, რადგან მის ოჯახს ძლიერი კავშირები ჰქონდა და მაინც არაფერი გამოუვიდოდა. ატირებული და განადგურებული დაბრუნდა სახლში, ყველაფერი უამბო ოლიკოს, რომელმაც არ იცოდა რით ენუგეშებინა შვილობილი, ლოცულობდა და ცდილობდა ყველანაირად გვერდში დადგომოდა.

ახალი რეალობა – გავიდა დრო, გოგონა თანდათან გამოვიდა მდგომარეობიდან. ერთხელ ქუჩაში მუსიკოსი ბიჭი დაინახა, რომელიც გიტარაზე უკრავდა და ფულს აგროვებდა. ნატამ გაუღიმა, ქუდში შოკოლადის ფილა ჩაუდო და გზა განაგრძო. მალე ახალგაზრდა ყმაწვილი დაეწია და შესთავაზა ერთად ეჭამათ შოკოლადი. მას მერე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთ დღეს პარკში სეირნობისას დაინახა, როგორ გადმოაგდო ვიღაცამ მანქანიდან ატირებული გოგონა. მაშინვე იცნო მოძალადე, მიხვდა, რომ ბექა აგრძელებდა თავის საქმიანობას, ამიტომ გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა.ერთ დღესაც გადაიცვა მონაზვნის ტანსაცმელი და წავიდა ბარში, სადაც ხშირად დადიოდა ბექა მეგობრებთან ერთად. მიუახლოვდა და დალევა შესთავაზა. ბიჭმა ვერ იცნო და და დაიწყეს სასმელის დაგემოვნება. როდესაც ყველამ მიირთვა ალკოჰოლი, გოგონამ გაიხადა მანტია და უთხრა, რომ მათ მიიღეს მოწამლული სასმელი და თუ 12 საათის განმავლობაში ანტიდოტს არ დალევდნენ, დაიღუპებოდნენ. ანტიდოტს კი იმ პირობით მისცემდა, თუ კამერის წინ აღიარებდნენ თავის დანაშაულს.

თავიდან ბიჭებმა ღლიცინი დაიწყეს და არ ჯეროდათ, მაგრამ მალე მუცლის ტკივილი დაეწყოთ და შეშინდნენ, ყველაფერი გააკეთეს რაც ნატამ უბრძანა. სასმელში საფაღარათო საშუალება ერია, არაფერი სასიკვდილო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა არაკაცების შესაშინებლად.

რას გვასწავლის ეს ამბავი – სამწუხაროდ, თუ ადამიანს ფული და კავშირები აქვს, შეუძლია თავიდან აიცილოს სასჯელი და არ აგოს პასუხი დანაშაულისთვის. მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ პასუხისგებაში მისცენ დამნაშავე, უმეტესობა დაუსჯელი რჩება. თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქცა გოგონა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს