ივან ჩაის ცნობილი სასმელი, რომელსაც ოჯახის შესანარჩუნებლად სვამდნენ!

445

ივან ჩაის (წყალნაწყენი) მცენარეს როგორც ჩაის, ისე ვადუღებ და რეგულარულად ვსვამ უძილობის და ანემიის მოსაშორებლად, ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად და ასევე ადენომას პროსტატის გამო ოპერაციის თავიდან ასაცილებლად.

როგორ მოვადუღოთ ჩაი

მცენარე C ვიტამინით და მიკროელემენტებით მდიდარია. 2 ჩ/კ ხმელ, დაქუცმაცებულ წყალნაყენის ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ცოტა დააყენეთ და დალიეთ.

თუ ასეთი ჩაით სახეს დაიბანთ, ნაოჭებს, აკნეს და გამონაყარს მოიშორებთ.

ჩაის კომპრესები ჭრილობების შეხორცებას ხელს უწყობენ.

წყალნაწყენის კომპრესები, სახვევები და სავლები

მცენარეს სასმელის, კომპრესის, სახვევის და სავლების სახით იყენებენ პირის ღრუს დაავადების, ანგინის, ტონზილიტის, გაზრდილი მჟავიანობის მქონე გასტრიტის, თავის ტკივილის, ყაბზობის, ნერვული დაძაბულობის დროს. სავლებად, კომპრესის და სახვევისთვის ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ.

კონიუნქტივიტის, ჯიბლიბოს და თვალის სხვა ანთებითი დაავადების დროს ლოსიონის სახით ასეთ საშუალება გამოიყენეთ. ემალის ქვაბში 1 ს/კ დაქუცმაცებულ მცენარეს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ. შემდეგ 1 საათით დააყენეთ.

ონკოლოგიური დაავადებების დროს

ივან ჩაის ნაყენის მიღება რეკომენდებულია ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო კომპლექსის დროს. ემალის ქვაბში 10 გრ ხმელი ბალახი ჩაყარეთ და 1 ჭიქა წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ. 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ.

პნევმონია

ამ დროს 15 გრ ბალახი 1 ჭიქა მდუღარე წყალში 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. ყოველდღე ახალი ნაყენი მოამზადეთ. გამოჯანმრთელებამდე დალიეთ.

პროსტატიტი

პროსტატის სამკურნალოდ კომბინირებულ მეთოდს ვიყენებდი. 1 ჩ/კ წყალნაწყენს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 1-2 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და დალიეთ. დღეში 2 ჭიქა დალიეთ – ერთი დილით, მეორე საღამოს. ორზე მეტი ჭიქა ჩაის დალევა რეკომენდებული არაა. 1 თვის განმავლობაში მიიღეთ. პარალელურად, „ვიტაფონის“ ვიბრო-აკუსტიკური აპარატის გამოყენებით 17 სამკურნალო პროცედურა ჩავიტარე. ის აფთიაქში იყიდება და 32 სხვადასხვა დაავადების დროს გამოიყენება. და ბოლოს უროლოგმა ჩემს სამედიცინო ბარათზე აღნიშნა: „პროსტატიტი არ აქვს“.

ჰიპერტონია და ინსულტის პროფილაქტიკა

რეცეპტი 1

ჰიპერტონიის შესამცირებლად ხმელი და დაქუცმაცებული ვარდკაჭაჭას ფესვები, ივან ჩაის ფოთლები, ბერულას, შავბალახას და ბატის მარწყვა ბალახი თანაბარი პროპორციით აიღეთ და აურიეთ. 8 ს/კ ნარევი ემალის ქვაბში ჩაყარეთ, 3 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე ზუსტად 3 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ 8-10 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 2 ს/კ თბილი ნაყენი (წყლის ორთქლზე შეათბეთ) დღეში 3-4-ჯერ დალიეთ. პირველად დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ, შემდეგ კი დღის განმავლობაში ჭამიდან 2 საათის შემდეგ დალიეთ. ნაყენი მინის ქილაში მაცივრის ქვედა თაროზე შეინახეთ.

რეცეპტი 2

სისხლძარღვების გასაფართოებლად დედა ივან ჩაის, ბატის მარწყვა ბალახს და შავბალახას იყენებდა. ეს მცენარეები თითქმის ყველგან იზრდება, თუ არა მათ შეძენას აფთიაქშიც შეძლებთ. მწიკვი ბალახები აურიეთ და ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილებამდე დააყენეთ და როგორც ჩაი, ისე დალიეთ. 1 თვიანი კურსები მუდმივად ჩაიტარეთ. კურსებს შორის 1 კვირა შესვენება გააკეთეთ. ასე თავის ტვინის სისხლძარღვებს გააფართოებთ და ინსულტის პროფილაქტიკას ჩაიტარებთ. ჩაის ეფექტურობას ვერანაირი აბი ვერ შეედრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს