ქმარი მთელი დღის განმავლობაში იწვა დივანზე, უარს ამბობდა ცოლის დახმარებაზე, გონს რომ მოვიდა, უკვე გვიანი იყო

0
1731

უყურადღებო ადამიანი ოჯახში არ არის კარგი. ყველას გვსურს გვერდით გვყავდეს ისეთი პიროვნება, რომელიც იზრუნებს ჩვენზე. ხშირად ხდება, რომ თავად გავცემთ სითბოს და ყურადღებას, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ვღებულობთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:

უყურადღებო ადამიანი

ლალი რამდენიმე დღის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. დილით ადრე დგებოდა, ამზადებდა  საუზმეს, შემდეგ საღამომდე სამსახურში იყო, სახლში დაბრუნებული ალაგებდა, ისევ ამზადებდა საჭმელს. და ასე ყოველ დღე, უკვე რამდენიმე წელია.ადრე ქმარი ეხმარებოდა და ყურადღებასაც აქცევდა ლალის, ისიც სიხარულით ტრიალებდა სახლში და საქმიანობდა, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ქმარი გულგრილი და თავშეკავებული გახდა, თითქმის აღარ ესაუბრებოდა ცოლს.

ლალის დახმარება არასდროს მოუთხოვია ქმრისთვის, მაგრამ სურვილი კი ქონდა. ყველა საქმეს მონდომებით და ენერგიულად ასრულებდა, ერთ დღეს კი მიხვდა, რომ საშინლად დაიღალა, მოწყენილი იყო, გული ტკიოდა, როგორ ვერ ამჩნევდა ქმარი მის მდგომარეობას.

სადამდე მივყავართ უყურადღებო პარტნიორს – ერთ დღეს მორიგი დალაგების დროს ლალიმ წამით დახუჭა თვალები და საავადმყოფოში გაიღვიძა. როგორ მოხვდა ის აქ? რატომ? გვერდით აღელვებული ქმარი იჯდა და ტიროდა. როცა დაინახა, რომ ცოლი გონს მოვიდა, სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა.

-რატომ არ მითხარი, რომ ცუდად იყავი? ხომ იცი, რომ მამაკაცები თვითონ ვერ ხვდებიან როდის რა უნდა გააკეთონ. გთხოვ აღარ დამიმალო ხოლმე დახმარება თუ დაგჭირდება. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.ლალი ჩუმად იყო. ნამდვილად არ ეგონა, ქმარი მის ცუდად ყოფნას და გადაღლილობას ვერ ამჩნევდა, მაგრამ რანაირად შეამჩნევდა: მუდმივად ფორმაში იყო, ენერგიული, არასდროს იმჩნევდა დაღლას.შეიძლება ქმარს არ უნდოდა და არ ამჩნევდა, ცოლმაც მისცა ამის საშუალება. ლალი მთელი კვირა საავადმყოფოში იყო. ქმარი კი საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. ის ახლაღა მიხვდა, რა დამღლელი იყო და რთული ეს ყველაფერი.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – მნიშვნელოვანია, დააფასოთ საყვარელი ადამიანები და დროულად შეამჩნიოთ პრობლემები. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ აზრების წაკითხვა შეუძლებელია და როდესაც დახმარება გჭირდებათ, არაფერია ცუდი იმაში, რომ და სთხოვოთ მეუღლეს. მეტი საუბარი და პრობლემის ერთობლივად გადაჭრა ყოველთვის უკეთეს შედეგს გამოიღებს.ქორწინების შემდეგ ქალები ბევრი ცვლის პარტნიორთან დამოკიდებულებას, რაც არ არის სწორი. ეს იწვევს ვნების გაქრობას, სიყვარულის განელებას. ჩვენ ყოველთვის უნდა გვაინტერესებდეს ერთმანეთის სურვილები და გრძნობები, გავუთბოთ ერთმანეთს გულები. ეს არის ერთადერთი გზა, რომ შეინარჩუნოთ სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.