თანამედროვე ეპოქაში ბევრ ადამიანს ექმნება ძილის პრობლემა. ზოგს ჩაძინება უჭირს, ზოგს ნაწყვეტებად ძინავს, ზოგი კი საერთოდ ვერ იძინებს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ფსიქოლოგების რეკომენდაციებს, რომელიც დაგეხმარებათ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ასევე მოგიყვებით, თუ რატომ სძინავთ იაპონიაში ცოლ-ქმარს ზოგჯერ სხვადასხვა ოთახებში.
როგორ დავარეგულიროთ ძილის რეჟიმი
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ იაპონელები ძალიან შრომისმოყვარე ხალხია და იმისათვის, რომ ნაყოფიერად იმუშავონ, კარგად უნდა გამოიძინონ. ხშირად ცოლ-ქმარს სხვადასხვა სამუშაო გრაფიკი აქვს. ამიტომ სავსებით ლოგიკურია, ერთმანეთს ხელი რომ არ შეუშალონ, ცალ-ცალკე იძინებენ.ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც წესი, იაპონიაში ბავშვები დედებთან იძინებენ. ამ შემთხვევაში კი კიდევ ერთი მიზეზია ცალკე დაძინების, ოჯახის უფროსი რომ არ შეწუხდეს.
რამდენად მნიშვნელოვანია კარგი გამოძინება – სპეციალისტები ამბობენ, რომ ზრდასრულმა ადამიანმა 7-8 საათი მაინც უნდა გამოიძინოს. სხვა შემთხვევაში ირღვევა ორგანიზმის ნორმალური მუშაობის პროცესი. იმატებს სისხლში სტრესის ჰორმონები – ადრენალინი, კორტიზოლი, იმატებს აგრეთვე არტერიული წნევა.იმ პირობებში, სადაც ძილი შეუძლებელია, მაგალითად მორიგეობის დროს, ხდება დეპრივაცია (ძილის ქრონიკული უკმარისობა). შედეგად ადამიანი განიცდის ქრონიკულ სტრესს, რადგან არ აქვს დასვენების და გამოძინების საშუალება. ხანგრძლივი დეპრივაცია იწვევს მუდმივ დაღლილობას, მცირდება კონცენტრირების უნარი, შეიძლება დაიკარგოს რეალობის სწორი აღქმა, გაჩნდეს ჰალუციანციები.უძილობა აისახება ადამიანის საქმიანობაზეც. მცირდება ინფორმაციის ანალიზის უნარი, ვერ კონტროლდება ემოციები, ჭირს გადაწყვეტილების მიღება. ადამიანი დგამს დაუფიქრებელ ნაბიჯებს, ვერ აფასებს მოსალოდნელ შედეგებს. ამიტომ ძილი აუცილებელი მდგომარეობაა და ყველაზე რთულ პირობებშიც კი აუცილებელია მოიძებნოს ცოტა ხნით გამოძინების საშუალება, ენერგიის ნაწილობრივ აღდგენისთვის მაინც.
როგორ მოვაწესრიგოთ ძილის რეჟიმი – სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ღამით რამდენიმე საათიანი ძილიც საკმარისია. თუ ეს არ ხერხდება, უნდა შეიცვალოს გრაფიკი ისე, რომ ადამიანმა დღის განმავლობაში შეძლოს ცოტა ხნით ძილი. თუ ძილს იძულებითი გაღვიძებიდან 15 წუთში განაახლებთ, მაშინ შეინარჩუნებთ ძილის აღდგენით თვისებებს.15-20 წუთიანი ჩათვლემაც მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს, ვიდრე სრულიად უძილობა. ჩაძინების პროცესის ასაჩქარებლად გამოიყენეთ რელაქსაციის ტექნიკა. მაგალითად, სახის, მხრების, მკლავების, ფეხის კუნთების მონაცვლეობითი დაჭიმვა და მოდუნება. მნიშვნელოვანია გონების პოზიტიურ რელსებზე გადაყვანა. თქვენ როგორ ებრძვით უძილობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.