ბევრი იშორებს ბროლის ძველ ჭურჭელს, არ იჩქაროთ, მას აქვს მომავალი.

0
2500

საბჭოთა ბროლი ყველას აქვს სახლში – გამჭირვალე, მძიმე და ძვირფასი შუშა. იაფი ალტერნატივების გაჩენასთან ერთად ის უსარგებლო გახდა. ახალგაზრდა თაობა მას აღარ იყენებს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც არ ეთანხმება მის უსარგებლობას და მოსწონს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

გამჭირვალე ბროლი

ადრე ყელას არ შეეძლო ბროლის ნივთების შეძენა. მის ნაცვლად შეიძლებოდა დიდი რაოდენობით საკვების ყიდვა, ან რამე უფრო საჭირო ნივთის. ბროლის ჭურჭელი ოჯახისთვის ფუფუნების საგანი იყო. ჭიქები, სასალათეები, ლარნაკები სადღესასწაულო სუფრის ნაწილი იყო.მოგვიანებით, ბროლის ჭურჭელი ნაკლებად აქტუალური გახდა, რადგან არაკომფორტული იყო. დიასახლისებს ეზარებოდათ ყოველ ჯერზე მძიმე ჭურჭლის გამოღება, შემდეგ რეცხვა და მოვლა. არ შეიძლება მისი გარეცხვა ცხელი წყლით, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

იმისათვის, რომ ბროლმა შეინარჩუნოს პირვანდელი ბრწყინვალება და და გამჭვირვალობა, უნდა გაირეცხოს ფრთხილად თბილი წყლით და ჟელეთი. ბოლოს უნდა ამოავლოთ ძმრისა და წყლის ნარევში. ამგვარად ბროლი არ დაიბურება და მოხიბლავს გარშემომყოფებს.ინტერნეტის ფასებს თუ გადახედავთ, ბროლი დღეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. ახლა ყველანაირი შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია მისი შეძენა. ჩვენს დროში საკვები და წიგნები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ბროლის ჭურჭელი.

ბროლის მომავალი – ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ზოგჯერ ადამიანებს ნოსტალგია შემოაწვებათ ხოლმე და მიუბრუნდებიან წინაპრების დატოვებულ ქონებას.იმედია, ადამიანები უფრო ხშირად მოაწყობენ ოჯახურ შეკრებებს და მოამზადებენ სალათებს ბროლის სასალათეებში, იტყვიან სადღეგრძელოებს და წკრიალით მიუჭახუნებენ ერთმანეთს ჭიქებს. შეიძლება ვიღაცისთვის ეს ზედმეტი პომპეზურობა იყოს, მაგრამ სასიამოვნოა ბებიების დედების დატოვებული ნივთებით სარგებლობა.

რჩევა რედაქციისგან: ნებისმიერ ნივთს თავისი ღირებულება აქვს და აქვს მნიშვნელობა როდის და რისგან არის დამზადებული. მთავარია, იყოს პრაქტიკული, სასარგებლო და ასიამოვნოს მფლობელი. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.