ვაჟმა შოკში ჩამაგდო ახალი ამბით: მისი ქალბატონი ორსულადაა, მე კი არ ინდა 45 წლის ასაკში ბებია გავხდე.

0
1629

“ჩემი ვაჟი მალე მამა გახდება. ჩემთვის ეს სიურპრიზი იყო. არ ვიცი რა ვქნა, ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი ბებიად, რადგან ჯერ 45 წლის ვარ.” – ღელავს პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი ალისა.უნდა შეუთანხმდნენ თუ არა ზრდასრული შვილები მშობლებს თავის ოჯახურ ურთიერთობებსა და ბავშვის გაჩენის შესახებ? სიმართლე ის არის, რომ ბევრი მშობელი არ არის მზად გაუშვას ბუდიდან თავისი წამოზრდილი ბარტყები, რაც უმეტეს შემთხვევაში ანგრევს მთ პირად ცხოვრებას და ურთიერთობებს.

ჩემი ზრდასრული შვილი

“ანა და გიორგი უკვე სამი წელია ერთმანეთს ხვდებიან. ჯერ ურთიერთობა ოფიციალურად არ დაუკანონებიათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გოგონა დაფეხმძიმდა და უკვე 7 კვირის ორსულია. ის აპირებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას და სამუშაოს ძებნას, გიორგი მუშაობს, მაგრამ სულ არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ოჯახი არჩინოს.რა დროს ბავშვია? ისინი თითქმის არ იცნობენ ერთმანეთს, შოკში ვარ, რატომ მიიყვანეს აქამდე საქმე? ყოველთვის ვაფრთხილებდი, რომ ჯერ ოჯახზე არ ეფიქრა და ცხოვრება მოეწყო. ბავშვზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

ანა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, სტუდენტია და როგორ აპირებს ბავშვის აღზრდას? რა პირობებში? სად იცხოვრებენ? ამ ამბის გაგების შემდეგ სულ თავი მტკივა. ვფიქრობ, ხარჯების და მოვალეობების უმეტესი ნაწილი მე დამაწვება მხრებზე. მე კი ჩემი შვილი ძლივს გავზარდე და აღარ მაქვს ენერგია.დღეს ჩემს შვილთან დალაპარაკება ვცადე, მაგრამ რა აზრი აქვს? ორი შეყვარებული მტრედი ოჯახზე ოცნებობს. არც კი მჯერა, რომ ჩემი შვილი ასეთი გულუბრყვილოა. როდესაც ვურჩიე ექიმთან წასვლა და ორსულობის შეწყვეტა, კარი გაიჯახუნა და წავიდა. ახლა არ მელაპარაკება და ცალკე ცხოვრებს აპირებს.”

 რას გვასწავლის ეს ამბავი – ალისას ამბავი არ არის უნიკალური. როდესაც შვილი იზრდება და მზად არის პირადი ცხოვრება მოიწყოს, დედა, რომელი აქამდე იყო მეგობარი და მრჩეველი, უცებ აღარ არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, შვილების მშობლებისგან გათავისუფლების პროცესი იშვიათად ხდება კონფლიქტის გარეშე. თუ მშობლები შეეცდებიან ზრდასრული შვილების ცხოვრებაში ჩარევას, ისინი რისკავენ ურთიერთობის სამუდამოდ გაფუჭებით.ალისამ სიტუაციას სხვა კუთხიდან უნდა შეხედოს და ახალგაზრდა გოგონას ადგილას დააყენოს თავი. 26 წლის წინ ისიც ასეთივე ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, სწორი იქნებოდა მოეშორებინა უდანაშაულო ნაყოფი? სიმართლე ის არის, რომ გიორგი უკვე დიდი ხანია აღარ არის ბავშვი, ის ზრდასრული მამაკაცია, რომელსაც შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ის ხომ ბედნიერია? რატომ უნდა თქვას ამაზე უარი? თქვენ როგორ მოიქცეოდით ალისას ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.