დეიდა ადრე ბორტგამცილებლად მუშაობდა, მასწავლა როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ ტუალეტი მუდამ სუფთა ყოფილიყო.

1232

ყოფილმა ბორტგამცილებლებლებმა კარგად იციან როგორ შეინარჩუნონ სისუფთავე ხალხით გაჭედილ პატარა სივრცეებში. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა, რადგან შეიძლება მოუწესრიგებელი ტუალეტის გამო სამსახური დაკარგო. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

ყოფილი ბორტგამცილებელი

სისუფთავის შენარჩუნების უნარი ყოველთვის საჭირო რამ არის ცხოვრებაში. ყველას არ შეუძლია  სწრაფად მოწესრიგება სტუმრების მოსვლამდე, მაგრამ ბორტგამცილებლებმა ზუსტად იციან როგორ აიცილონ ყველა უსიამოვნება თავიდან.

  1. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა: უმთავრესად, უსიამოვნო სუნი დაბინძურების ნიშანია. ამიტომ კარგად გახეხეთ უნიტაზის ზედაპირი ანტისეპტიკური ხსნარით. განსაკუთრებით კარგად მუშაობ ქლორის შემცველი საშუალებები.
  2. პრობლემა მხოლოდ უნიტაზი არ არის, უნდა იზრუნოთ სახეხი ჯაგრისის სისუფთავეზეც. მასზე გროვდება უამრავი ბაქტერია, რომელიც შემდეგ წარმოშობს უსიამოვნო სუნს. ჩაასხით ჯაგრისის ჩასადებ კონტეინერში ანტისეპტიკური სითხე, ლიმონის ნაჭერი ან წვენი.
  3. ტყუილად ნუ დახარჯავთ ფულს არომატიზატორებზე. ის შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ. მაგალითად, შეურიეთ წყალი და ეთერზეთები. შეგიძლიათ შეიძინოთ ეთერზეთების რამდენიმე სახეობა და პერიოდულად ცვალოთ სუნები.
  4. ზოგჯერ უსიამოვნო სუნის წყარო არის პირსახოცი, რომელიც დიდი ხანია არ გამოგიცვლიათ. შეეცადეთ ხშირად ცვალოთ ის და გარეცხოთ მაღალ ტემპერატურაზე. პირსახოცის სისუფთავე დამოკიდებულია არა მარტო აბაზანის ატმოსფეროზე, არამედ კანის მდგომარეობაზე.

რჩევა რედაქციისგან: ზოგჯერ უბრალო დალაგების პროცესი დაგეხმარებათ გადალახოთ სტრესი და შფოთვა. სუფთა სახლი გვიქმნის სიმყუდროვის და სიმშვიდის ეფექტს. ყოველ შემთხვევაში, არ გვამძიმებს და გვიუმჯობესებს განწყობას.თქვენ როგორ ალაგებთ სააბაზანო ოთახს? რა საშუალებებს იყენებთ უნიტაზის დეზინფიცირებისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს