ფულის შესახებ რა საიდუმლო ცოდნის წყალობით მდიდრდებიან ადამიანები.

15079

“როგორ მდიდრდებიან ადამიანები?” ეს კითხვა ბავშვობიდან მაინტერესებდა. ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ ვინც შრომობს, ის მდიდრდება, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. გამოდის, რომ საქმე მხოლოდ მუშაობაში არ არის და არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ აზროვნებთ.უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ დაკარგეს მდიდარმა ადამიანებმა კაპიტალი, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოახერხეს იგივე თანხის გამომუშავება, ან უფრო მეტისაც.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით რომელი საიდუმლო ცოდნის წყალობით შეიძლება გამდიდრება.

როგორ მდიდრდებიან ადამიანები

ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ინფორმაციას მასონების საიდუმლო ცოდნის შესახებ. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ, რაც ადრე ვიცოდი ფინანსური ტრენინგებიდან და წიგნებიდან, ახლებურად გაიხსნა ჩემს წინ.ინფორმაციას, რომელსაც ამ სტატიაში გაიგებთ, ეხება ფულის საიდუმლოებებს, რომელსაც მასონები საგულდაგულოდ მალავდნენ.საუკეთესო ტყუილი არის 90% სიმართლე და 10% ტყუილი. წიგნებში მოცემული ყველა ინფორმაცია გადამუშავებულია და ბოლომდე არ გვიხსნის გზებს. მაგალითად ნაპოლეონ ჰოლის წიგნი “იფიქრე და გამდიდრდი” მალევე ამოიღეს წარმოებიდან, შემდეგ შეიტანეს ცვლილებები და ისე გამოსცეს.

ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ასეთ წიგნებში, არ არის სწორი. იქ ბევრი სიმართლეა, მაგრამ ტყუილიც ურევია და სწორედ ის არ გაძლევს საშუალებას პრაქტიკაში 100%-ით გამოიყენო ცოდნა.როგორ ვისურვოთ, რომ სურვილი ახდეს? როგორ დავისახოთ მიზანი, რომ მივაღწიოთ მას? ყველგან გვირჩევენ, რომ ჩავიწეროთ ჩვენი სურვილები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მტკიცედ უნდა გვჯეროდეს, რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. როდესაც ადამიანი სურვილებს იწერს, ის თითქოს სხვისგან ელოდება შესრულებას. სამყარო თავად შეასრულებს მის მიზნებს.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი პირველი მოტყუება საკუთარი თავის, რომ ადამიანები მიჯაჭვულები იყვნენ მიზანთან, შედეგთან და დაელოდონ თარიღს. ეს მიდგომა არ მუშაობს.არ არის საჭირო სურვილების დაკონკრეტება, ღმერთმა უკეთ იცის რა უნდა მოგცეს. დაე, სამყარომ შეასრულოს თქვენი სურვილები საუკეთესო გზით. არ აღწეროთ სურვილები დეტალურად, უმჯობესია წარმოიდგინოთ, თუ რა შეგრძნებები გსურთ მიიღოთ, როდესაც ეს სურვილი შეგისრულდებათ.იმისათვის, რომ ცხოვრებაში მოიზიდოთ ის, რაც გსურთ, მნიშვნელოვანია განეწყოთ ამისთვის. თუ გსურთ პოზიტიური ცვლილებები, დაგჭირდებათ პოზიტიური ტალღა. შიში, წყენა, ბრაზი ბლოკავს სურვილების რეალიზებას.მიუდექით ყველა პრობლემას მსუბუქად. ჰკითხეთ საკუთარ თავს: “რა მასწავლა ამ შემთხვევამ? რა გამოცდილება მივიღე მისგან? თუ თქვენს ცხოვრებაში არ არის ენერგია, მაშინ არ იქნება ძალა სურვილების შესასრულებლად. ენერგია უმთავრესი რესურსია. თუ გაქვთ ბევრი ენერგია, გექნებათ ბევრი საშუალება წინსვლისთვის. არ გაფლანგოთ ის ტყუილუბრალოდ – ემოციებში, სხვის საქმეებში, კრიტიკასა და შეფასებებში.

ყურადღება მიაქციეთ კვებას. არის საჭმელი, რომელიც მაშინვე გვაძლევს ენერგიას – ხილი, ბოსტნეული და არის ისეთი, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს გადასამუშავებლად. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შევწყვიტოთ თევზისა და ხორცის ჭამა. უბრალოდ, მოიხმარეთ შეზღუდული რაოდენობით. იკვებეთ ეკოლოგიურად სუფთა საკვებით და მოერიდეთ გენმოდიფიცირებულ და საეჭვო წარმომავლობის პროდუქციას.

რჩევა რედაქციისგან: ამ თეზისების შემდეგ გამახსენდა გამოთქმა იცხაკ ადიზესის წიგნიდან “კორპორაციული ცხოვრების ციკლის მენეჯმენტი”: შენ ისეთივე ახალგაზრდა ხარ, როგორც შენი თავდაჯერებულობა, ისეთივე ბებერი, როგორც შენი შიში, ისეთივე ახალგაზრდა, როგორც შენი იმედი, ისეთივე ბებერი, როგორც შენი სასოწარკვეთა. ”

თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ მდიდრდებიან ადამიანები? რა არის მათი წარმატების საიდუმლო? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს