შვილები ვერ თნხმდებიან ერთმანეთში და მე მათ შუაში ვიხლიჩები, არ ვიცი როგორ დავეხმარო.

895

“მე ვარ ორი ზრდასრული ვაჟის დედა. ვახოს და გიორგის საკუთარი ოჯახები აქვთ და ხშირად მსტუმრობენ ხოლმე ბავშვებთან ერთად. უფროსი ვაჟი ახლოს ცხოვრობს და შედარებით ხშირად მოდის, უმცროსთან ჩვენ მივდივართ ხოლმე. ბოლო დრომდე ორივე ვაჟთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ერთი კვიროს წინ მათ შორის საშინელი კონფლიქტი მოხდა და ახლა ორ ცეცხლს შუა ვარ.”ქალი ყოველთვის ცდილობდა არ ჩარეულიყო შვილების პირად ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც დახმარება და ურთიერთობის მოგვარება სცადა, აღმოჩნდა ორ ცეცხლს შუა. როგორ დამთავრდა ეს ამ ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

კონფლიქტი ძმებს შორის

“ყოველთვის მომწონდა ჩემი რძლები, ორივესთან კარგი ურთიერთობა მქონდა. წესიერი გოგონები არიან, ჭკვიანი. უფროს ვაჟს ორი შვილი ჰყავს, უმცროსს – სამი. ყველანი მუშაობენ და არ უჩივიან ცხოვრებას. არასდროს ჩავრეულვარ მათ ურთიერთობებში, სანამ უმცროსი ვაჟის ცოლმა არ დამირეკა.მაკამ მითხრა, რომ ვახომ მათგან საკმაოდ დიდი თანხა ისესხა, დაპირდა, რომ თანხას პროცენტებით დაუბრუნებდა. ეს თანხა გადადებული ჰქონდათ შვილების განათლებისთვის და წლების განმავლობაში აგროვებდნენ. გიორგიმ ცოლის უკითხავად მისცა ძმას ფული, ეგონა, რომ მალე დააბრუნებდა და ვერც გაიგებდა.

თუმცა, ცოლი მალე მიხვდა, რომ თანხა აღარ იყო და ძალიან გაბრაზდა. გიორგიმ დამშვიდა, რომ ყველაფერს სრულად დაუბრუნებდა მალე, მაგრამ შემდეგ უთხრა, რომ ჯერ ვერ ახერხებდა, რადგან ფინანსური პრობლემები გაუჩნდა. რძალმა საჭიროდ ჩათვალა, მეც ჩავეყენებინე საქმის ყურში და გიორგის მეუღლეც, რომელმაც აღმოჩნდა, რომ არაფერი იცოდა.

ორ ცეცხლს შუა – ახლა ორივე ვაჟის ცოლები მოსვენებას არ აძლევენ ქმრებს და მე. ძმებმა თქვეს, რომ თავად მოაგვარებდნენ პრობლემას და კონფლიქტი ცოტა მინელდა, მაგრამ დაძაბულობა ისევ არის. ბიჭებმა მოილაპარაკეს, რომ გიორგი თანხას ნაწილ-ნაწილ დააბრუნებდა, მაგრამ ისევ ვახოს ცოლი ჩაერია, გადააფიქრებინა და ახლა ვალის დაუყოვნებლად გადახდას ითხოვს.გიორგის მართლა აქვს ამ ეტაპზე პრობლემები და ისედაც ძალიან ნერვიულობს, ყველაფერს იკლებს, რომ ვალი რაც შეიძლება მალე დააბრუნოს. ვახო კი ჯიუტად მოითხოვს ფულის სასწრაფოდ დაბრუნებას, სანაცვლოდ ისიც მომთხოვა, გავყიდო სოფლის სახლი და თავისი წილი და გიორგის ფული იქიდან დავაბრუნო.

რთული გადაწყვეტილება – არ შემიძლია იმ სახლის გაყიდვა, რომელშიც ნახევარი სიცოცხლე გავატარე მეუღლესთან ერთად. ის ჩემი ოჯახის ფუძეა, ჯერ ცოცხალი ვარ და ზაფხულში იქ ყოფნას არაფერი ჯობია. სახლი ჩემზეა გაფორმებული და გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო. თუ ისე გავაკეთებ, როგორც ვახოს უნდა, გიორგი გამინაწყენდება, თუ არა – ვახო. ნებისმიერ შემთხვევაში შუაში ვიჭყლიტები.”

რჩევა რედაქციისგან: ფულადი საკითხები ნათესავებს შორის ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი. ამიტომ ფულის გასესხებამდე კარგად დაფიქრდით. ამ შემთხვევაში დედამ არცერთ მხარეს არ უნდა დაუჭიროს მხარი, სოფლის სახლი ანდერძით გაუნაწილოს სამომავლოდ. თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს