საფუარი – მშრალი და ცოცხალი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იყოს. თუ ცოტა მაინც გაქვთ, შესაძლებელია მისი გამრავლება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით ორ შესანიშნავ გზას საფუარის გასამრავლებლად.
მშრალი და ცოცხალი საფუარი
უნდა იცოდეთ, რომ ერთი წილი მშრალი საფუარი უდრის 3 წილ ცოცხალს, ანუ 10 გრ. მშრალი საფუარი შეიძლება შეიცვალოს 30 გრ. ცოცხალი საფუარით.გარდა ამისა, დაპრესილი საფუარი შეგიძლიათ გაყინოთ. დაანაწევრეთ ის პორციებად, შეახვიეთ ფოლგაში და დადეთ საყინულეში.
ინგრედიენტები
- 1 ჩ/კ დაპრესილი საფუარი
- 1ჩ/კ წყალი
- 1 ჩ/კ ფქვილი
მომზადების წესი
- ჯამში ჩადეთ დაპრესილი საფუარი დაანაწევრეთ და დაასხით თბილი წყალი. კარგად აურიეთ.
- დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას 3 საათით.
- 3 საათის შემდეგ მიიღებთ დაპრესილ საფუარს გაზრდილი რაოდენობით. თუ ამ საფურის ნაწილს გამოიყენებთ, შეგიძლიათ შეავსოთ ისევ 1:1 წყლის, ფქვილის, პროპორციით.
- შეინახეთ მასა შუშის კარგად თავდახურულ ჭურჭელში.
- მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დატოვოთ მთლიანი მასის მესამედი. ძირითად მასას კი ფქვილი და წყალი 5 დღეში ერთხელ მაინც უნდა დაუმატოთ.
მეორე მეთოდი – სწორედ ასეთი ხერხით ამზადებდნენ ჩვენი ბებიები სოფელში საფუარს. ისინი იტოვებდნენ ცომის ნაწილს შემდეგი ცხობისთვის.
ინგრედიენტები
- 11 გრ. მშრალი საფუარი
- 150 მლ. ნელთბილი წყალი
- 10 ს/კ ფქვილი
მომზადების წესი
- ჯამში ჩაყარეთ მშრალი საფუარი და დაასხით ნელთბილი წყალი. აურიეთ და კარგად გახსენიღ წყალში.
- ჩაყარეთ ფქვილი და მოამზადეთ სქელი მასა.
- დააფარეთ თავზე და დადგით თბილ ადგილას.
- 60 წუთის შემდეგ გადაზილეთ ცომი და შედგით მაცივარში ერთი დღით. რაც უფრო დიდხანს იდება ასეთი ცომი მაცივარში, მით უფრო ძლიერი იქნება.
- მეორე დღიდან მიღებული ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საფუარი. გაითვალისწინეთ, რომ უნდა აიღოთ 3-ჯერ მეტი, ვიდრე რეცეპტშია მითითებული.
- ცომი მუდმივად შეგიძლიათ გაამრავლოთ მასში ფქვილის და წყლის დამატებით 2:1 თანაფარდობით.
- ასეთ ნარევში 5 დღეში ერთხელ უნდა დაამატოთ 65 გრ. ფქვილი და 35 გრ. წყალი.
რჩევა რედაქციისგან: როგორც ხედავთ, მშრალი და დაპრესილი საფუარის გამრავლება მარტივად შეიძლება. შეგახსენებთ, რომ 1 წილი მშრალი საფუარი უდრის 3 წილ დაპრესილს.ასეთი საფუარით მომზადებული პური ბევრად უფრო გემრიელი გამოდის. თქვენ გიცდიათ საფუარის სახლში მომზადება? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.