რეჰანის გაზრდას დიდი შრომა არ სჭირდება, თაიგულის მეთოდი არომატული მწვანილის მოსაყვანად.

326

ბაზილიკი – საოცარი, სურნელოვანი მწვანილია და უამრავი დიასახლისი იყენებს. კულინარიაში ის გამოიყენება ნედლიც და გამხმარი სახითაც და ორივე შემთხვევაში ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს.აზერბაიჯანულ სამზარეულოში იყენებენ ბაზილიკის თესლსაც წვნიანებში, სალათებში, პაშტეტებსა და სასმელებშიც კი.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ დათესოთ ბაზილიკი და მოამრავლოთ მარტივად თუნდაც ბინაში.

როგორ დავთესოთ რეჰანი

ახალი დაკრეფილი ბაზილიკი ყოველთვის უფრო გემრიელი და სურნელოვანია. ის მრავალფეროვანს ხდის და ალამაზებს სალათებს, ომლეტებს, მარინადებს, სენდვიჩებს, თევზისა და ხორცის კერძებს.ბაზილიკის დათესვა პირდაპირ შეგიძლიათ ნიადაგზე, მაგრამ უფრო საიმედოა ჩითილების გამოყვანა. ამიტომ გაჩვენებთ თაიგულის მეთოდს, რაც საშუალებას მოგცემთ გაამრავლოთ მწვანილი სახლის პირობებშიც.

  1.  აიღეთ ნებისმიერი პატარა ჭურჭელი ან კონტეინერი. გაითვალისწინეთ, რომ მათ ძირზე უნდა ჰქონდეს სადრენაჟო ხვრელები.
  2. შეავსეთ ნახევარზე მეტად კონტეინერი მიწით, მოასწორეთ დატკეპნეთ და მორწყეთ.
  3. მოაყარეთ თესლი ზედაპირზე, არ არის საჭირო მისი მთლიანად დაფარვა მიწით. ზემოდან კიდევ დაასველეთ, დააფარეთ თავზე სახურავი და დადგით თბილ ადგილას.
  4. როგორც კი პირველი ყლორტები გამოჩნდება, დააწყვეთ კონტეინერები მზიან ადგილას. მწვანილი თავს კარგად გრძნობს ოთახის ტემპერატურაზე, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ასეთ პირობებში ნერგები შეგიძლიათ გაზარდოთ მთელი თვის განმავლობაში.
  5. შეგიძლიათ ბაზილიკის ნერგები ცალ-ცალკე კონტეინერებში ჩარგოთ. აავსეთ თითოეული მიწით, დატკეპნეთ და მორწყეთ, გააკეთეთ შიგნით ჩაღრმავება და გადაიტანეთ რამდენიმე ნერგი ერთად. არ დაგავიწყდეთ ფესვების დაფარვა მიწით. შემდეგ მორწყეთ.

ამ მარტივი გზით შეგიძლიათ გაზარდოთ რეჰანის იმდენი ნერგი, რამდენიც გჭირდებათ. ეს ნამდვილად არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და დროს.თქვე გიყვართ ბაზილიკი? რა ხერხით ამრავლებთ მას? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს