ადამიანები, რომლებიც მასწავლებლებად ან ექიმებად მუშაობენ, კაცთმოყვარენი უნდა იყვნენ, თორემ მათი შრომა თავად მათ არ მოუტანს სიამოვნებას, გარშემომყოფებს კი – სარგებელს. დღეს მოგიყვებით მამაკაცზე, სახელად ფერნანდო გუედეს და კუნია, რომელიც ბრაზილიაში გინეკოლოგად მუშაობს.
ეს ექიმი უამრავ ქალს დაეხმარა დედად გახდომაში. ამასთან, იგი ყოველ ჯერზე განიცდის, როცა ხედავს, თუ რისი გამოვლა უხდებათ ქალებს. ამიტომ, ფერნარდომ მოიფიქრა საშუალება, მომავალი დედებისთვის სამშობიარო ტკივილების შესამსუბუქებლად.
ექიმი თავის პაციენტებს ცეკვას სთავაზობს. ამასთან, იგი თავად უჩვენებს მოძრაობებს, რომლებიც ამცირებს ტკივილს და აჩქარებს ამ პროცესს.
მისი იდეის დამსახურებით, ფერნანდომ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. თავდაჯერებით შეიძლება ითქვას, რომ მასთან მალე ფეხმძიმეთა მთელი რიგი დადგება.
გასაოცარია, არა? საკმარისი იყო, მხოლოდ თანაგრძნობა გამოევლინა პაციენტის მიმართ, რომ პრობლემა გადაეჭრა. ამ ადამიანის წინაშე ქედს ვიხრი!