ნივთები, რომლებიც იზიდავენ სახლში სიღარიბეს და სიდუხჭირეს იზიდავენ, ვიშორებთ მათ დაუნანებლად.

0
9028

სიღარიბეში ცხოვრება არცერთ გონიერ ადამიანს არ იზიდავს. შეიძლება არ ისწრაფოდე დიდი სიმდიდრისკენ, მაგრამ სიღარიბე არავის აწყობს. ამიტომ ადამიანები ბევრს მუშაობენ, შრომობენ რომ ახლობლებს არაფერი მიაკლონ.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ინფორმაციას იმ ნივთებზე, რომელიც იზიდავს სიღარიბეს ოჯახში და აუცილებლად უნდა მოიშოროთ ოჯახიდან.

ცხოვრება სიღარიბეში

რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს იმას, რომ უხილავმა ძალებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის კეთილდღეობაზე, მაგრამ სპეციალისტები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. გაზაფხულზე კი უმჯობესია თავიდან მოიშოროთ ყველაფერი ზედმეტი.

  1.  დაზიანებული ჭურჭელი – გაბზარული თეფში, ან ქვაბი სახელურის გარეშე, ჩამოტეხილი საყვარელი ჭიქაც კი ნაგავსაყრელზე უნდა გაუშვათ. ხალხური რწმენის მიხედვით, ასეთი ნივთები არ უნდა ინახებოდეს სახლში, მითუმეტეს არ უნდა გამოვიყენოთ.
  2.  გატეხილი შუშა – დაზიანებული მინის ნივთები ბლოკავენ ნებისმიერ დადებით ცვლილებას. ამ მხრივ კიდევ უფრო საშიშია გატეხილი სარკე, რადგან ის ისრუტავს ყველას ენერგიას და ძალა, ვინც ახლოს იქნება.
  3. ცარიელი საფულე და ყულაბა – ძველ და მივიწყებულ ყულაბაშიც კი რამდენიმე მონეტა მაინც უნდა ეგდოს, ისევე, როგორც ნებისმიერ საფულეში უნდა იდოს ერთი კუპიურა მაინც. არ აქვს მნიშვნელობა თანხის რაოდენობას, მთავარია ამ ფულს ჰქონდეს ღირებული მნიშვნელობა თქვენთვის.
  4. საშიში ატრიბუტი, რომლისგანაც რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეთ, ეს არის გაჩერებული საათი. ის ბლოკავს წინსვლას, განვითარებას და გასაკვირი არ არის, რომ მატერიალურ კეთილდღეობასაც. აღმოსავლეთის ქვეყნებში საათის გაჩერება სიკვდილთან ასოცირდებოდა.
  5.  სხვადასხვა ხარა-ხურა – ბოლოს, უნდა აღინიშნოს წვრილმანი ნივთები, რომლებსაც მფლობელისთვის არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ეს შეიძლება იყოს დაზიანებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ძველი ჟურნალ-გაზეთები, ზედმეტი ტანსაცმელი და ა. შ.

რჩევა რედაქციისგან: ყველაფერი, რაც იკავებს ადგილს და არაფერში იყენებთ, (მათ შორის ემოციები) მოიშორეთ, გააჩუქეთ ან გადააგდეთ. ასე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და გექნებათ მყუდრო საცხოვრებელი სახლი. გისურვებთ წარმატებას!