ზოდიაქოს ნიშნები, რომლებმაც არ უნდა ატარონ ვერცხლის სამკაულები

9640

უძველესი დროიდან მოყოლებული, ვერცხლი ითვლებოდა გამწმენდ ლითონად, რომელიც იცავდა ბოროტი ძალებისა და ნეგატიური მოვლენებისგან. ამიტომ ბევრი ადამიანი ატარებს ვერცხლის სამკაულს, როგორც თილისმას, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ყველასთვის არ არის სიკეთის მომტანი. კერძოდ კი 5 ზოდიაქოს ნიშნისთვის და თუ რატომ და ვისთვის, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

ვერცხლის სამკაულები

მორიელი – მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ნიშანია. ის არ ჩერდება ერთ ადგილას და მუდამ აღწევს მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს არ ჩანს, მან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი და არ აქცევს ყურადღებას კრიტიკას ან შექებას. კომუნიკაციის დროს ის ბოლომდე არავის ეხსნება და ეს მათი უფლებაა.მორიელებისთვის ვერცხლი ემსახურება ხასიათის თვისებების ბლოკირებას. ის ხდება გაღიზიანებული და დაძაბული. ამიტომ რეკომენდებულია ვერცხლის სამკაულების შეცვლა სხვა ლითონისგან დამზადებული ნივთებით. კარგია ძოწის, აგატის ან საფირონის ქვისგან დამზადებული სამკაულები.

ვერძი – ვერძებს არ არის მიჩვეული პასიურობას. ბუნებით ისინი ლიდერები არიან და ისწრაფვიან სრული კონტროლისთვის, რაც მათ დამოუკიდებლებს და თავდაჯერებულებს ხდის. თუმცა, იმისათვის, რომ შეინარჩუნოს უკვე მიღებული წარმატება და არ დაკარგოს ახლის მიღების შესაძლებლობა, ვერძებმა მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ კონტაქტი ვერცხლთან. უკეთესი იქნება, თუ საერთოდ არ შეეხებიან.ვერცხლი უარყოფითად მოქმედებს ვერძის ცხოვრებაზე. ეწყებათ ამოუხსნელი სევდიანობა და ხშირად არ უმართლებთ საქმეებში, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზეც.

ლომი – ლომებს არავისთვის არაფრის დამტკიცება არ ჭირდებათ. მათ თავისი სიდიადე და სტატუსი არ აძლევს საშუალებას გარშემომყოფებზე დაბლა იგრძნონ თავი. ამავდროულად, საკუთარი თავის გადაჭარბებული სიყვარულის მიუხედავად, ლომები კარგად ორიენტირებულები არიან ცხოვრებაში. მათ იციან თავიანთი მიზნები და მიზნისკენ მისაღწევი გზები, რაც ეხმარებათ წინსვლასა და წარმატებაში.ამიტომ ლომებს სჭირდებათ შესაფერისი სამკაულები, კერძოდ კი ოქროსი. ვერცხლი მათ ემოციურად დაუცველს ხდის. ისინი ხდებიან გაღიზიანებულები დ ნაკლებად აკონტროლებენ თავ, რაც მათი სტატუსისთვის მიუღებელია.

თხის რქა – თხის რქები მიდრეკილნი არიან იმოქმედონ ჩუმად და არ მიიპყრონ განსაკუთრებული ყურადღება. ბუნებით ცნობისმოყვარეების არიან და ჯიუტად მიიწევენ წინ მიზნის მისაღწევად.თხის რქებისთვის უკუნაჩვენებია ვერცხლის ტარება. ის ბლოკავს თხის რქის თვისებებს და უჭირს საპირისპირო სქესთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება. ამიტომ თუ მამაკაც თხის რქას სურს ქალთან კონტაქტი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ატაროს ვერცხლის სამკაულები.

სასწორი – სასწორებს არასდროს არსად არ ეჩქარებათ. მათ არ სჭირდებათ იყვნენ აქტიურები და მიზნისკენ სწრაფვა, რადგან მათი მუშაობის სფერო ინტელექტუალური სამუშაოა. მისთვის ადვილია მარტო ყოფნა და ყურადღებიანი მსმენელის როლი. ის მუდამ შინაგანი წონასწორობისკენ ისწრაფვის, რაც შესაშურია.ვერცხლი მათ არ აძლევს სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას, ასუსტებს სასიცოცხლო ენერგიას. კარგავს სამყაროსთან ენერგეტიკულ კონტაქტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება. გარდა ამისა, ვერცხლი არის იაფფასიანი ლითონი, რომელიც ბლოკავს ფულად საშუალებებზე წვდომას. სასწორს შეუძლია ატაროს ვერცხლის სამკაულები ოქროსთან ერთად. ოქრო გაანეიტრალებს ვერცხლის უარყოფით თვისებებს.

რჩევა რედაქციისგან: მიუხედავად ზემოთ მოცემული ინფორმაციისა, ვერცხლზე უარის თქმა არ არის ყოველთვის საჭირო. ზოგჯერ ის გადმოგვეცემა მემკვიდრეობით, მაგრამ მასაც ქონდეს შეიძლება წინა მფლობელის ენერგეტიკა. ამიტომ ამის თავიდან ასაცილებლად რეგულარულად უნდა გაწმინდოთ ვერცხლის სამკაულები.

თქვენ გიყვართ ვერცხლი? ატარებთ ვერცხლის სამკაულებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს