რთულ დროში ადამიანს სურს რაიმე სანუგეშოს პოვნა, დახმარება, ბრძნული რჩევა. შესაძლოა, სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო პერიოდში ხალხი განსაკუთრებით დაინტერესდა აღმსარებლების, უხუცესების და ექსტრასენსების აზრებით. დაიჯერებთ თუ არა, ეგ თქვენი პირადი უფლებაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა, თუ რა გვიწინასწარმეტყველა დედა ანტონიამ და პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ.
დედა ანტონია
ორიოდე სიტყვით, მოგიყვებით თუ ვინ არის დედა ანტონია. მონაზვნობამდე ანასტასია კავეშნიკოვა დაიბადა 1904 წლის 12 დეკემბერს რიაზანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში. მშობლები ღრმად რელიგიური ადამიანები იყვნენ და ადრეული ასაკიდანვე ეკლესიურად ზრდიდნენ შვილს.როდესაც პატარა გოგონა 3 წლის იყო, მშობლებთან ერთად საეკლესიო დღესასწაულზე მოხვდა. ვერავინ შეამჩნია, როგორ გაიქცა პატარა ონავარი და საკურთხეველში შევიდა, სადაც ტრადიციის მიხედვით ქალებს შესვლის უფლება არ აქვთ. მღვდელი არ გაუბრაზდა პატარა ანგელოზს და უწინასწარმეტყველა, რომ მომავალში ის საკურთხევლის მსახური გახდებოდა.
ექვსი წლის ასაკიდან ანასტასია საეკლესიო გუნდში მღეროდა. უკვე წამოზრდილს ურჩიეს, რომ ჯობდა არ გათხოვილიყო, რადგან რთული ცხოვრება ექნებოდა, მაგრამ გოგონა არ დაემორჩილა და მაინც დაქორწინდა მამაკაცზე, რომელიც საშინელი ტირანი აღმოჩნდა. საბოლოოდ იძულებული გახდა სამი შვილით გაქცეულიყო სახლიდან.
სულიერი ცხოვრება – რწმენის გამო ანასტასიას მოუწია დევნა, პატიმრობა, მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაშიც. იქიდან გამოფიტული დედა უფროსმა ვაჟმა გამოიხსნა. ამ ყველაფერმა გააძლიერა ქალი და კიდევ უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა ხოლმე.1953 წელს ანასტასია გახდა ხუცეს კუკშას სულიერი შვილი, ხოლო 1964 წელს შეუერთდა უხუცეს ამფილოხიუსს. ქალი ყველას ეხმარებოდა, აძლევდა საჭირო რჩევებს, ლოცულობდა მათთვის.
1990 წელს ანასტასიას შესთავაზეს ტოლგას მონასტერში გადასვლა. აქ ის მონაზვნად აღიკვეცა და მიიღო სახელი ანტონია. მას შემდეგ მთელ დროს ლოცვასა და მორჩილებაში ატარებდა. ძველებურად აგრძელებდა გაჭირვებულებისა და ავადმყოფების დახმარებას. დედა ანტონია 1998 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია კალუგის ოლქის ერთ-ერთ მონასტერში.
რა იწინასწარმეტყველა დედა ანტონიამ – “ღმერთს რომ აეხილა თვალები ღვთისმსახურებისთვის… როგორ გადარჩებოდა ეს სამყარო?” ეს ფრაზა ანტონიამ არაერთხელ წარმოთქვა სიცოცხლის ბოლო წლებში. მისი ზოგიერთი ნათქვამი ორაზროვანია და სხვადასხვანაირად ხსნიან. ამბობენ, რომ მან იწინასწარმეტყველა პანდემია და მიმდინარე ომი.”შეეცადეთ გაერთიანდეთ და მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს. მთავარია, დევნის დროს შეინარჩუნოთ სიყვარული.” “დედამიწა ვეღარ გაუძლებს… ვინც ზედმეტ მოგებას ეძებს, ყველა დამარცხდება” – ამბობდა ის.
სქემ-მონაზონმა ანტონიამ გაგვაფრთხილა რუსეთისა და უკრაინის ომის შესახებ, ასევე გააფრთხილა ჩინეთი და იაპონია შესაძლო ბუნებრივ საფრთხეებზე. სამწუხაროდ, არავინ არის დაზღვეული ბუნებრივი კატასტროფებისგან, ამიტომ მუდამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ბევრი წინასწარმეტყველის მსგავსად, მან არ დაასახელა კონკრეტული თარიღები, მაგრამ ყველას მოუწოდა მხურვალე ლოცვისთვის. თქვე გჯერათ ლოცვის ძალის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.