საწოლზე საგარეო ტანსაცმლით დაჯდომის უფლება რატომ არ უნდა მივცეთ არავის

0
7327

ხშირად ფილმებშიც კი ვხედავთ, როგორ ეცემა ზოგიერთი დაუდევარი ადამიანი საწოლზე საგარეო ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. არადა ტანსაცმლით, რომლითაც გარეთ იარეს საწოლთან შეხება არ შეიძლება.

ჭუჭყიანი ტანსაცმელი

მეცნიერები მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ქუჩაში ნაცვამი ტანსაცმელი შეიძლება საშიში იყოს. ფაქტია, რომ მასზე იქნება უამრავი ბაქტერია დღეების და შეიძლება თვეების განმავლობაშიც.უფრო მეტიც, სუფთა პერანგზე, რომელიც ადამიანს სულ რამდენიმე საათი ეცვა, შეიძლება უამრავი მიკრობი იყოს. საკმარისია ასეთი ტანსაცმლით დაწვეთ საწოლზე, რომ უხილავმა მიკროორგანიზმებმა იქ გადაინაცვლონ.მაგალითად, პირობითად ავიღოთ ჯინსები – ვიყავით მეტროში, პარკში, სკამზე, ოფისში. შევეხეთ კედლებს, კარს, ლიფტს და სხვა ადამიანებს…

ძნელი წარმოსადგენია, რამდენი უხილავი ჭუჭყი ხვდება ჩვენს ტანსაცმელზე და ამის მისახვედრად უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ ნივთებს, რომლებსაც ჩვენ ვეხებით დღის განმავლობაში და მერე ასეთი ტანსაცმლით საწოლზე დაჯდომა რამდენად არის სწორი საქციელი? სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ჭუჭყიანი ტანსაცმლით საწოლზე გორაობამ შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პრობლემები შეუქმნას. არ გაგიკვირდეთ აკნეს პარაზიტების გაჩენა. საწოლი ხომ საუკეთესო გარემოა რწყილების და სხვა მწერების გასამრავლებლად?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კომფორტის განცდა. საწოლი არის დასასვენებელი ადგილი, სადაც უდა იყოთ მშვიდად, უსაფრთხოდ და უკიდურესად სუფთად. რაც ნამდვილად ვერ იქნება, თუ შეეხება ბინძური, ქუჩაში ნაცვამი ტანსაცმელი.ამიტომ მეცნიერები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საწოლის საერთოდ, მოსასვენებელი ზონის ჰიგიენას. ეს ადგილი უნდა იყოს სიმშვიდის და ენერგიის წყარო, არ უნდა შედიოდნენ უცხო ადამიანები, სტუმრები. არ არის რეკომენდებული სამუშაო ადგილად მისი გამოყენება.

გაგვიზიარეთ კომენტარებში, თუ რას ფიქრობთ თქვე ამ საკითხზე. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საძიებლის და საწოლის ჰიგიენა?