ფხვნილის განყოფილება სარეცხ მანქანაში ხშირად არსი ობის გაჩენის ადგილი. ამის პროვოცირებას კი კონდენციონერი ახდენს, რომელიც რჩება უჯრაში და ობდება. სარეცხი მანქანის უჯრის წმენდა პირდაპირ გავლენას ახდენს რეცხვის ხარისხზე და თავად ტექნიკის მუშაობაზე. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რით უნდა გარეცხოთ ნივთები, რომ მანქანა და თეთრეული ყოველთვის სუფთა იყოს.
ფხვნილის განყოფილება სარეცხ მანქანაში
ფხვნილის უჯრას აქვს სამი განყოფილება: სარეცხი ფხვნილისთვის მთავარი, წინასწარი რეცხვისა და კონდენციონერისთვის. როდესაც ირთვება რეცხვის რეჟიმი, ფხვნილი წყლის საშუალებით ჩადის სარეცხ მანქანაში და რეცხავს სარეცხს.კონდენციონერი არბილებს ქსოვილს, აქვს ანტისტატიკური ეფექტი, აძლევს სასიამოვნო არომატს, მაგრამ მისი მუდმივი გამოყენების დროს ეკრობა სარეცხი მანქანის კედლებს, ხელს უშლის გაშრობას, დიდხანს ინარჩუნებს ტენიანობას და ხდება ობის გაჩენის მაპროვოცირებელი. თუმცა, ზოგჯერ ობი კონდენციონერის გარეშეც შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყოველი რეცხვის შემდეგ გამოიღოთ ფხვნილის ჩასაყრელი განყოფილება და გააშროთ ხოლმე.
ხისტი წყალი იწვევს ნადების გაჩენას, ხოლო თუ სარეცხი ფხვნილი ბევრი მოგივათ, სი ავტომატურად მოხვდება ფხვნილის ჩასაყრელი უჯრის კედლებზე და ქვის ნატეხად იქცევა. ამიტომ ხშირად გაასუფთავეთ ხოლმე ის ქლორის შემცველი საშუალებებით.ერთ-ერთი მარტივი გზაა კბილის ჯაგრისით გაწმენდა. თვეში ერთხელ ჩართეთ სარეცხი მანქანა სარეცხის გარეშე მაღალ ტემპერატურაზე, რათა გაიწმინდოს ფხვნილის ნარჩენებისგან. შეგიძლიათ დაუმატოთ ქლორი. ქლორის გამოყენების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ჩართეთ სარეცხი მანქანა მხოლოდ სუფთა წყლით.
სარეცხი ფხვნილის შერჩევა – სარეცხი საშუალება შეიძლება იყოს მშრალი, თხევადი, კაფსულების სახით, 2-1-ში. არსებობს ბიო სარეცხი საშუალებები. ყველა დიასახლისი მას საკუთარი შესაძლებლობის და გემოვნების მიხედვით არჩევს. მთავარია, დაიცვას მოხმარების წესები და მიყვეს ინსტრუქციას.ზოგჯერ მწარმოებლები ეშმაკობენ და უთითებენ სარეცხი საშუალების დოზებს იმ მოცულობით, რომ ადამიანებმა მალე დახარჯონ და მოუწიოთ ახლის ყიდვა. ვისაც არ მოსწონს ფხვნილის მძაფრი სუნი, იყენებს საბავშვო სარეცხ ფხვნილის, ან მცირე რაოდენობით.ზოგჯერ შეამჩნევდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ინსტრუქციის მიხედვით აკეთებთ, სარეცხი არ ირეცხება კარგად.
რჩევა რედაქციისგან: ცნობილია, რომ ფხვნილის პირდაპირ დოლურაში ჩაყრა არ შეიძლება, რადგან ცუდად იხსნება და არ რეცხავს კარგად. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მას ჩაყრით ნეილონის წინდაში და ისე ჩადებთ დოლურაში.ამ მეთოდის უპირატესობას დააფასებენ ეკოლოგიური რეცხვის მომხრეები. აგრეთვე, იცოდეთ, რომ სარეცხი ფხვნილი მთლიანად არ იხსნება წყალში და რჩება მცირე ნაწილაკები, რაც რჩება მანქანის კედლებზე და ობის პროვოცირებას იწვევს. ნეილონის წინდა კი ამ ნაწილაკებს არ მისცემს გაფანტვის საშუალებას.1 ს/კ სარეცხი ფხვნილი საკმარისია თითო რეცხვის რეჟიმზე, ხოლო წყლის დასარბილებლად და ტანსაცმლიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, დაამატეთ 1 ს/კ საჭმელი სოდა, ან 1 ს/კ ლიმონმჟავა. თქვენ რა ხრიკებს იყენებთ რეცხვის დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.