მოხერხებულმა მცხობელმა კარგად იცის, რით ჩაანაცვლოს კვერცხი ცხობის დროს

1044

კვერცხი – მაფინების, ბლინების, ჩიზქეიქების და სხვა კერძების მთავარი ინგრედიენტია. მისი მეშვეობით გამომცხვარი პროდუქტი უფრო ფხვიერი და ტენიანი ხდება, კვერცხთან ერთად ცომი რბილი და გემრიელი გამოდის. შესაძლებელია თუ არა კვერცხის ჩანაცვლება სხვა რამით? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ რითი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კვერცხი ნამცხვრებსა და კერძებში.

რითი ჩავანაცვლოთ კვერცხი

ბანანი – 100 გრამი ბანანი ცვლის ერთ კვერცხს ტკბილ ცომეულში. ბანანს აქვს ბლანტი ტექსტურა. შეგიძლიათ დაუმატოთ კვერცხის ნაცვლად ღვეზელებსა და კექსებს, ბლინებს. დასრისეთ ის და შეურიეთ სხვა ინგრედიენტებს. უმჯობესია, თუ ბანანი ძალიან მწიფე იქნება – უს უფრო ტკბილია და ადვილად გადაიქცევა გლუვი კონსტიტენციის მასად.

ხილის პიურე – ყაბაყის, ვაშლის, სტაფილოს, ქლიავის ან გოგრის პიურე ყველა ინგრედიენტს კარგად კრავს. ხილი ამცირებს პროდუქტის კალორიულობას და ბევრად უფრო ჯანსაღს ხდის მას, ის მდიდარია უჯრედისით და სასარგებლოა ორგანიზმისთვის. გახეხეთ ნაყოფი წვრილ სახეხზე და დაუმატეთ ცომში. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერს აქვს თავისი დამახასიათებელი არომატი და თქვენ უნდა იპოვოთ ოპტიმალური კომბინაცია.

სელის თესლი – სელს თუ დაასხამთ მდუღარე წყალს, მალე ის ჟელედ გადაიქცევა. ის კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. შეგიძლიათ დაფქვათ და მიიღოთ ნარევი, რომელიც 100%-ით გაუმკლავდება კვერცხის ფუნქციას. დაფქვით სელი, დაასხით მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. მას არ აქვს მკვეთრად გამოხატული გემო, ამიტომ მათი დამატება შესაძლებელია როგორც ტკბილ, ისე მარილიან კერძებში. სელს აქტიურად იყენებენ ვეგეტარიანულ სამზარეულოში, შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს და უჯრედისს.

ჩიას თესლი – ჩია პოპულარული და სუპერ საკვებია. მას ხშირად იყენებენ პუდინგის სახით. უნდა გააზავოთ 2 ს/კ ჩიას თესლი 250 მლ. ნებისმიერ სითხეში და შედგათ მაცივარში რამდენიმე საათით. ცოტა ხანში ის გაფუვდება და ექნება წებოვანი სტრუქტურა ისევე, როგორც კვერცხის ცილას.

არაქისის ზეთი – კვერცხის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ არაქისის ან ნუშის ზეთი. აიღეთ 60 მლ. ზეთი, შეურიეთ ცოტა წყალი და დაუმატეთ ცომს. არაქისის კარაქი მას მისცემს რბილ, ფუმფულა ტექსტურას და სასიამოვნო არომატს.

სიმინდის სახამებელი – ცხელ წყალში გარეულ სახამებელს ჟელეს ტექსტურა აქვს. ის კარგად კრავს სხვა ინგრედიენტებს და შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად.

ტოფუ – ტოფუ არის სოიოს პროდუქტი, რომლითაც შეგიძლიათ მოამზადოთ ხორციანი კერძები. მაგალითად, შეურიოთ კატლეტში. ტოფუ მას ხდის რბილს და წვნიანს, არ უცვლის გემოს. გარდა ამისა, ის არის დაბალკალორიული და ცილოვანი პროდუქტი.

რჩევა რედაქციისგან: გაგიკვირდებათ და კვერცხის გარეშე ბისკვიტის მომზადებაც არის შესაძლებელი. დაგჭირდებათ მუხუდოს ან ცერცვის ნახარში, რომელსაც “აკვაფაბას” უწოდებენ. მას არ აქვს სპეციფიკური გემო და თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამცხვრებში. ნახარში შეურიეთ შაქარს და ათქვიფეთ მიქსერით. ის კვერცხის ცილასავით აფუვდება.

თქვე რითი ცვლით კვერცხს მაგალითად, მარხვის დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს