გაზაფხულის დადგომასთან ერთად სახლში სულ უფრო მეტი მტვერი ჩნდება, რადგან ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ხშირად ვაღებთ ფანჯრებს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ, როგორ მოვიშოროთ მტვერი სახლიდან მარტივად და სწრაფად.
როგორ მოვაშოროთ მტვერი სახლიდან
მტვრის ერთხელ და სამუდამოდ მოცილება შეუძლებელია. ჩვენს დროში არის მტვრის სპეციალური შემგროვებლები და სხვადასხვა სახის რობოტი მტვერსასრუტები, მაგრამ ისინი მხოლოდ იატაკზე მუშაობენ. მტვრის შემგროვებლები კი ძალია კარგად ასრულებენ მის საქმეს, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს.
პოლიროლი – ხის ავეჯის საწმენდი საშუალება ნივთებს თხელი ფენით ფარავს. შედეგად ავეჯი აღარ იკაწრება და დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს. პოლიროლი ასევე უხდება ძვირადღირებულ ავეჯსაც, სხვადასხვა უბრალო ნივთებს, რაც მთავარია, ის იცილებს მტვერს, რადგან პოლიროლის შემადგენლობაში შედის ანტსტატიკური ნივთიერება. მტვერი, რა თქმა უნდა ჩნდება, მაგრამ ბევრად ნაკლები რაოდენობით.
კონდენციონერი თმებისთვის – თმის კონდენციოერიც გამოირჩევა ანტისტატიკეური თვისებით. ის შეიცავს სილიკონებს, რომელიც აუმჯობესებს თმის მდგომარეობას და მისი გამოყენება წარმატებით შეგიძლიათ ავეჯზეც. კარგი ის არის, რომ პროდუქტი პოლიროლისგან განსხვავებით, საკმაოდ იაფია.კონდენციონერისგან 1 ლიტრი პოლიროლის მოსამზადებლად, დაგჭირდებათ 1 ჩ/კ კონდენციონერი და 1 ლ. თბილი წყალი. ჩაასხით ორივე პულივიზატორიან ბოთლში და შეანჯღრიეთ. შეასხურეთ ის მტვრიან ზედაპირებს და გაწმინდეთ რბილი ქსოვილით. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგიდის, სკამების, ფანჯრის რაფების, კაბინეტებისა და უჯრების გასაწმენდად.
თეთრეულის კონდენციონერი – თუ სახლში გაქვთ ქსოვილის დამარბილებელი სითხე, შეგიძლიათ მისგან მოამზადოთ მტვრის მოსაშორებელი სითხე. შეურიეთ 1/2 თავსახური 1 ლიტრ წყალში. მისი საშუალებით შეგიძლიათ გაწმინდოთ ფანჯრებიც და ის უფრო დიდხანს შეინარჩუნებს სისუფთავეს. ნარევი კარგად აშორებს ლაქებს პრიალა ზედაპირიდან, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოტ იატაკის საწმენდად.სველი წესით სახლის დალაგების გასაადვილებლად მოაშორეთ ყველა მცირე ზომის ნივთი ზედაპირებიდან, ხოლო რომ მოაშოროთ მტვერი ყველაზე პატარა დეტალებიდანაც, გამოიყენეთ ბამბის ხელთათმანი ან წინდა.
ქალაქში მტვრისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, ამიტომ ხშირად უნდა ჩაატაროთ სველი წმენდა. თქვენ რა ინტენსივობოთ ალაგებთ სახლს? რა საშუალებებს იყენებთ მტვრის მოსაცილებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.