ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე მარტოსული იქნებიან

0
2694

ადამიანის ცხოვრებაში მარტოობა სასიამოვნო როლს არ ასრულებს. ფსიქოლოგები შეშფოთებით აცხადებენ, რომ თანამედროვე ადამიანი ყოველწლიურად ამ პრობლემას სულ უფრო ხშირად ეჯახება. არა მხოლოდ მოხუცი, არამედ ახალგაზრდა ადამიანიც თავს მარტოსულად გრძნობს. ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშანსა და მარტო დარჩენის ალბათობას შორის კავშირს ხედავენ. Paparazzi გიამბობთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუწევთ მარტოობის ჯვრის ტარება. უნდა ვერიდოთ მარტოობას?ყველა ადეკვატური ადამიანი ბედნიერ ურთიერთობასა და ძლიერ ოჯახზე ოცნებობს, თუმცა ამ გეგმის განხორციელებას ყველა ვერ ახერხებს. თითქოს, ზოგიერთი ადამიანი მარტოობისთვის განწირულია. საოცარია, რომ ზოდიაქოს ნიშანი ამ საკითხში თავის როლს თამაშობს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს როლი?

  1. ვერძი. როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშანს საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში პრობლემები არ აქვს. თუმცა თავქარიანობა და ცვალებადობა სანდო და ძლიერი ურთიერთობის აწყობაში ხელს უშლის. ასე ვერძი ერთ ურთიერთობას მეორეთი უსასრულოდ ცვლის, რასაც სრულ მარტოობამდე მიყავს. ისღა დარჩენია, წარსულს სინანულით გადახედოს და საკუთარ თავს ჰკითხოს, რატომ მოიქცა ასე.
  2. კირჩხიბი. მგრძნობიარე და ემოციურ კირჩხიბს უჭირს ისეთი პარტნიორის პოვნა, რომელიც 100%–ით მოერგება. შედეგად, ასეთი ადამიანი იდეალს წლები ეძებს, მუდმივად ეჭვობს და პარტნიორში ნაკლოვნებებს პოულობს. ზოგჯერ სამომავლო ძიებაზე უარს გაცნობიერებულად ამბობს. მარტოობაში ბევრ დადებით მომენტს პოულობს.
  3. ქალწული. ამ ნიშნის წარმომადგენელი პოტენციური პარტნიორის მიმართ ძალიან მომთხოვნია. ჩვეულებრივ, იდეალური ადამიანის იმიჯი, ვისთანაც ოჯახის შექმნა შეიძლება, წინასწარ შექმნილი აქვს. პრობლემა იმაშია, რომ ასეთ ფანტაზიებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. დიდი მოლოდინების გამო რეალურ ხალხთან ურთიერთობას იმედგაცრუება მოაქვს. არჩევანის გაკეთების შემთხვევაშიც მეორე ნახევრის მიმართ (სხვა ოჯახის წევრების მიმართაც) მთელი რიგი პრეტენზიები აქვს.
  4. თხის რქა. ამ ზოდიაქოს ნიშანს რთული ხასიათი აქვს, რომელიც ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებაში ხელს უშლის. ხშირად თხის რქა, რომელმაც პარტნიორის პოვნის იმედი დაკარგა, ურთიერთობიდან ცხოვრების სხვა სფეროზე გადადის. სწორედ ამიტომ, თხის რქებს შორის ბევრი შრომისმოყვარე ადამიანია, რომლებიც საკუთარ სამუშაოზე „შეყვარებულნი“ არიან. თან ეს მოსწონთ.

რა თქმა უნდა, ყველა წესს გამონაკლისი აქვს. სწორედ ამიტომ, ქალწული შეიძლება სხვებს კარგად ეწყობოდეს და კირჩხიბმა თავისი იდეალი იპოვოს. და მაინც, დაფიქრება ღირს. რამდენად შეესაბამება ასტროლოგების მოსაზრება რეალობას თქვენი გამოცდილებით?