ექიმები გირჩევთ, რომ ჩოგბურთის ბურთით ზურგის მასაჟზე უარი თქვათ

0
190

ამბობენ, რომ ზურგის მასაჟი ჩოგბურთის ბურთით საკუთარი თავის დასახმარებლად იაფი და ეფექტური მეთოდია. ითვლება, რომ დროთა განმავლობაში ბურთი ზურგის და წელის ტკივილს და ნერვების დაჭიმულობას ამსუბუქებს. რა არის პოპულარული მასაჟის მეთოდის არსი? 2 ჩოგბურთის ბურთი წინდაში ჩადეთ და მჭიდროდ შეკარით. ამ ხელნაკეთ მასაჟორზე დაწექით და აქეთ–იქით იმოძრავეთ. ასე ხერხემალი და ზურგი მასაჟდება. სხვა ვარიანტი: ზუსტად ასე პლასტმასის ბოთლი გამოიყენეთ. რამდენად ეფექტურია ზურგის მასაჟი ჩოგბურთის ბურთით და შესაძლებელია თუ არა, თავი დაიზიანოთ ამ მანიპულაციით? Paparazzi ამის გარკვევას ეცდება.

რატომ შეიძლება იყოს საზიანო ჩოგბურთის ბურთით ზურგის მასაჟი? – ამ თვითმასაჟის დროს ზურგით ბურთს ეყრდნობით. თუ თქვენი წონა 70 კგ–ზე მეტია, დაზიანება გამორიცხული არაა. მაგალითად, მალთაშუა დისკის ან სახსრების კიდეების დაზიანება იმ ადგილას, სადაც ნეკნი ხერხემალზე მიმაგრებულია. ასეთი მასაჟით დაზიანების ალბათობა იზრდება, თუ თქვენი ზურგის და ხერხემლის კუნთები დასუსტებულია. მსგავსი თვითმასაჟი რეკომენდებული არაა, თუ ნებისმიერი სახის მალთაშუა დისკის თიაქარი გაქვთ.

სხეულის წონის მიუხედავად, ამ ვარჯიშის შესრულებისას ზურგის ის ადგილები, სადაც ბურთით ზემოქმედება ხდება, კერძოდ, კუნთოვანი ქსოვილების ზედა ფენა ზიანდება. ასე სხვადასხვა ხარისხის სისხლჩაქცევებს მიიღებთ.

სწორედ ამიტომ, პროფესიონალები გირჩევენ, რომ მსგავსი მასაჟის მეთოდი სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე არ გამოიყენოთ. თუ ჩოგბურთის ბურთით თვითმასაჟის გაკეთება გსურთ, ვერტიკალურ მდგომარეობაში გააკეთეთ. ამისთვის კედელთან დადექით და ბურთი ზურგით დაიკავეთ. იატაკზე ვარჯიშისას მომენტში, როცა წვებით ან ბურთიდან დგებით, თქვენი კუნთები მოძრაობისას იჭიმება. ამ შემთხვევაში წერტილოვანი ზემოქმედება შეიძლება დამღუპველი იყოს და ნეკნთაშუა ნევრალგიის განვითარება გამოიწვიოს.

ასეთი მასაჟით საკუთარი თავი მარტივად შეიძლება დაიზიანოთ. სწორედ ამიტომ, ხერხემლის სპეციალისტთან კონსულტანციის გარეშე ჩოგბურთის ბურთებით მასაჟს არ გირჩევთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!