დასუფთავების ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ სველი წმენდა სარეცხი საშუალებებით აუცილებელი რამ არის. თუმცა, ყველა არ ენდობა მაღაზიაში შეძენილ სარეცხ საშუალებებს, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ისინი შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს. ხშირ შემთხვევაში იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, მითუმეტეს პრობლემებს გამოიწვევს სასუნთქ გზებში მოხვედრის შემდეგ.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით სარეცხი საშუალების მომზადებას სწრაფად და მარტივად, ხოლო ეფექტს თავად ნახავთ.
სველი დალაგება სარეცხი საშუალებებით
ეს საყოფაცხოვრებო გამწმენდი სითხე აუცილებლად გაუმკლავდება ურთულეს ამოცანებს და დაგეხმარებათ ფილების გაწმენდაში უმოკლეს დროში. დაგჭირდებათ მხოლოდ 4 ინგრედიენტი.
შემადგელობა
- 1, 5 ლ. თბილი წყალი
- 2 ს/კ საჭმელი სოდა
- 2 ს/კ ძმრის ესენცია
- 1 ს/კ ლიმონმჟავა
საკმარისია უბრალოდ აურიოთ ყველა ინგრედიენტი და დატკბეთ შედეგით. ჯერ წყალს დაუმატეთ სოდა, ჩაასხით ძმრის ესენცია, ბოლოს ლიმონმჟავა. სულ ეს არის!ბევრი იკითხავს: შეიძლება თუ არა ძმრის ესენციის ჩვეულებრივი ძმრით შეცვლა? 100%-იანი ძმარმჟავა არის ფერმენტირებული ღვინის და წვენების დისტილაციის შედეგად მიღებული პროდუქტი. ამ მჟავას წყალხსნარს ეწოდება ძმრის ესენცია 70-80% კონცენტრაციით, ხოლო სუფრის ძმარი არის 3-15%-იანი.
დაბინძურებულ ადგილებში წაუსვით სქელ ფენად ხსნარი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს ღრუბელი ან ჯაგრისი. როდესაც ნარევი გაშრება, ჩამორეცხეთ ფილა თბილი წყლით. იდეალური სისუფთავე გარანტირებულია!როგორც ხედავთ, ძმრისა და სოდის ხსნარით გაწმენდა არის ხელმისაწვდომი, ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა საშუალება ავეჯის, ფანჯრებისა და ჭურჭლის გასაწმენდად. შეგიძლიათ გაასუფთაოთ ტუალეტი, აბაზანისა და სამზარეულოს ფილები, ნიჟარები, რადიატორები.
ეხლა შეგიძლია მარტივად და უპრობლემოდ დაამყარო წესრიგი სახლში, დაზოგო თანხა ქიმიური ხსნარების შეძენაზე. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. სცადეთ და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.