პომიდვრის ბუჩქები რომ ჯანსაღად გაიზარდოს, თითოეულ ორმოში ამ ფხვნილს ვყრი

8976

“პომიდვრის ორმოებში დარგვა დელიკატური საქმეა და თუ შენ იცი ეს ხრიკი, მიიღებ დიდ მოსავალს. თითოეულ ორმოში ვყრი ხოლმე თითო კოვზ ფხვნილს, სულ ეს არის!” – მეუბნება ჩემი მეზობელი და თვალებს ეშმაკურად ჭუტავს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით რა ჩაყაროთ ჩასარგავ ორმოში, რათა მიიღოთ უხვი მოსავალი. პომიდვრებს არ უყვართ შეცდომები!

პომიდვრის დარგვა

“შენ გიყვარს ტკბილი და სურნელოვანი პომიდორი? მე ძალიან! ბავშვობაშივე ბებიასთან და ბაბუასთან ერთად დიდ დროს ვატარებდი ბოსტანში. პომიდვრის უხვი და გემრიელი მოსავალი ჩვენი ოჯახის სიამაყე იყო. ეხლა მე ვაგრძელებ ამ ტრადიციას. გაშენების ტექნოლოგიაში არაფერი შემიცვლია. პომიდორი სეთივე გემრიელია და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა.” – მითხრა ბატონმა ნიკოლოზმა და თავისი გამოცდილებაც გამიზიარა.პომიდვრის კარგი მოსავლის მისაღებად პირველ რიგში საჭიროა უზრუნველყოთ სწორი საკვებით. ეს უნდა დაიწყოთ ნერგების ღია გრუნტში გადატანისთანავე. პომიდვრის დარგვის პირველ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფოსფორი. ეს არის  ელემენტი, რომელიც გავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვიტარებაზე, აჩქარებს ნაყოფის მომწიფებას და კვებავს ფესვთა სისტემას.

პომიდვრის ბუჩქების დარგვისას ფოსფორზე დაფუძნებული სასუქი შეგიძლიათ სინდისის ქენჯის გარეშე გამოიყენოთ. მისი დახმარებით ნერგები უფრო ძლიერი და ჯანსაღი გაიზრდება და ნაყოფი იქნება უხვი და ტკბილი.სხვათა შორის, არ არსებობს დოზის გადაჭარბების საშიშროებაც, რადგან მცენარე მიიღებს იმდენს, რამდენიც ჭირდება. ფოსფორი იყიდება აგრარულ მაღაზიებში, ასევე გირჩევთ მიწაში ჩადოთ ნებისმიერი თევზი ან თევზის ფხვნილი. თითო ერგისთვის საკმარისია ერთი კოვზი ასეთი საკვები.

ასევე კარგია გადამწვარი ნაკელი და ნაცარი. ჩაყარეთ ის ორმოში და შემდეგ ჩარგეთ ჩითილები. ბოლოს მორწყეთ კალიუმის პერმანგანატის მსუბუქი ხსნარით. ზრდის პროცესში გათოხნეთ 2-3 კვირაში ერთხელ. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი თანამედროვე სასუქი და საშუალება, მაგრამ ბებეია-ბაბუის მეთოდით მოყვანილ პომიდორს სულა სხვა გემო აქვს.

რჩევა რედაქციისგან: გირჩევთ გაითვალისწინოთ ეს მარტივი რეკომენდაციები და დატკბეთ სასიამოვნო შედეგით.

გისურვებთ უხვ მოსავალს, შრომის ღირსეულ დაფასებას. თქვენ რითი კვებავთ პომიდვრებს? რა სასუქებს იყენებთ დიდი მოსავლის მისაღებად?გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს