ის, რაც სურათზე პირველად დაინახეთ, თქვენს შინაგან სამყაროზე საინტერსო რამეს გეტყვით

977

ერთი შეხედვით საკუთარ თავს ადამიანი ყველაზე უკეთ უნდა იცნობდეს, მაგრამ რეალურად საკუთარი თავის გაგება ყველაზე რთული ამოცანაა. ხშირად ადამიანები ვერ ამჩნევენ იმას, თუ რა იმალება მათ ქვეცნობიერში. იმისათვის, რომ გამოავლინოთ თქვენი შინაგანი სამყარო, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ტესტებს ფოტოების გამოყენებით.

ფსიქოლოგიური ტესტი ფოტოებით

ჩვენი ქვეცნობიერი ხშირად მალავს საინტერესო რამეებს და მათ ზედაპირზე გამოსატანად ფსიქოლოგები იყენებენ სხვადასხვა ტესტებს. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ის რორშახის ტესტის მსგავსია. რა თქმა უნდა, ის ვერ ჩაანაცვლებს ფსიქოლოგთან სრულფასოვან საუბარს, მაგრამ თქვენ აუცილებლად შეიტყობთ რამე ახალს საკუთარ თავზე.ტესტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ორაზროვანი გამოსახულების დათვალიერებისას ტვინი ცდილობს გაერკვეს მასში და ხედავს იმის მიხედვით, თუ რა ხდება ქვეცნობიერში. აქედან გამომდინარე, პირველი, რასაც დაინახავთ ფოტოზე, ბევრს მოგიყვებათ იმაზე, თუ ვინ ხართ სინამდვილეში.

ფსიქოლოგიური ტესტი – გადავიდეთ უშუალოდ ტესტზე. ჩაისუნთქეთ ღრმად, მოდუნდით და შეხედეთ სურათს. რა დაინახეთ პირველი? შედეგიდან გამომდინარე მიიღეთ პასუხი.

შეყვარებული წყვილი – დიდი ალბათობით, თქვენ ხართ იმ ადამიანების კატეგორიიდან, ვისაც უჭირს სწრაფად გადაწყვეტილების მიღება. სანამ არჩევანს გააკეთებთ, განიხილავთ ასობით ვარიანტს და უამრავ დროს კარგავთ. შედეგად იღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოიცავს ყველაზე ნაკლებ რისკს.ყველას აქვს საკუთარი აზრი და არაფერია ცუდი იმაში, რომ ფრთხილად ვიმოქმედოთ. თუმცა, დაფიქრდით და გაარკვიეთ რა არის თქვენი ზედმეტი სიფრთხილის რეალური მიზეზი. შეიძლება ამის უკან რაღაც იმალება.

აფეთქება – თქვენ კომპანიის სული და გული ხართ. როდესაც საზოგადოებაში ჩნდებით, ყველა ყურადღებას გაქცევთ. გარშემომყოფებს იზიდავს თქვენი ძლიერი ენერგეტიკა და მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. გჭირდებათ, რომ სხვები აღფრთოვანებულები იყვნენ თქვენით, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ და რას ამბობენ ისინი თქვენზე.ნამდვილ მეს კი მალავთ უცხო ადამიანებისგან ნიღბის უკან. არ შეგიძლიათ გრძნობების გამოხატვა. გეჩვენებათ, რომ ამით ახლობლებს დაკარგავთ. მუდმივად აკრიტიკებთ საკუთარ თავს და ცდილობთ სხვა ადამიანად წარმოაჩინოთ ის. ხშირად საკუთარი თავის საზიანოდ მოქმედებთ, აკეთებთ იმას, რაც არ გსურთ. უმჯობესი იქნება, თუ შეცვლით ცხოვრების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას.

გარშემო ბევრი ადამიანია, ვინც შეგიყვარებთ ისეთს, როგორიც რეალურად ხართ. არ არის აუცილებელი უგულვებელყოთ თქვენი სურვილები და ოცნებები სხვების საამებლად. სცადეთ საკუთარი თავისთვის ცხოვრება და ასეთ შემთხვევაში თქვენს გვერდით მხოლოდ სწორი ადამიანები დარჩებიან. შეეცადეთ გაერკვეთ იმაში, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის სხვისი აზრი. როდესაც გააანალიზებთ, უფრო თავისუფლად ისუნთქებთ.

რჩევა რედაქციისგან: თითოეულ ჩვენგანში არის დაფარული მხარე, რომელსაც საკუთარ თავსაც კი ვუმალავთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანია მისი დროულად გახსნა და იმის გარკვევა, თუ რა იმალება იქ. ამის შემდეგ ცხოვრება უფრო მარტივი გახდება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს