ნატა მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. პარკისკენ მიმავალ გზაზე მან პატარა გოგონა დაინახა, რომელიც მარტო იჯდა სკამზე და ტიროდა. ახლო-მახლო არავინ ჩანდა და ქალმა გადაწყვიტა მისულიყო ბავშვთან და დახმარებოდა. ნატა შოკირებული იყო პატარას მონაყოლით. როგორ დასრულდა ეს შეხვედრა, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
ობოლი გოგონა
სამსახურის შემდეგ ნატა სახლში ბრუნდებოდა. გადაწყვიტა ცოტა ფეხით გაევლო და სუფთა ჰაერი ესუნთქა. შენიშნა პატარა გოგონა. ის მარტო იჯდა შუაგულ პარკში და ტიროდა. ქალმა შეამჩნია, რომ ბავშვი მსუბუქად იყო ჩაცმული, ფეხშიშველი, არადა გარეთ საკმაოდ ციოდა.ნატა მაშინვე მიხვდა, რომ გოგონას ყურადღება სჭირდებოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა დაერეკა მეგობრისთვის, რომელიც სამეურვეო ორგანოში მუშაობდა. ქალი მიხვდა, რომ ეს იყო გზა ბავშვის გადასარჩენად, რომელმაც არ იცოდა სად იყო მისი მამა და როგორ უნდა მოეძებნა ის.
რა მოხდა სინამდვილეში – გოგონა მიენდო უცნობ კეთილ ქალს. ნატამ აიყვანა ის და ახლომდებარე კაფეში წაიყვანა გამოსაკვებად. ბავშვი ისეთი დამშეული იყო, მაშინვე ხარბად დაიწყო ჭამა. შემდეგ სახლში წაიყვანა, მოაწესრიგა და დასაძინებლად დივანზე დააწვინა. გოგონას ღრმად დაეძინა…მეორე დილით მოვიდა ნატას მეგობარი სოციალური სამსახურიდან და მოუტანა გოგონას ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გადაწყვიტეს, რომ დაკავშირებოდნენ პოლიციას და მოეძებნათ ბავშვის მამა. თუმცა, დიდხანს არ დასჭირდათ ძებნა. ის ფაქტიურად მეორე დღესვე გამოჩნდა.
კარებზე ვიღაცამ მოურიდებლად დააბრახუნა. კარებთან გაცოფებული მამაკაცი იდგა და ყვიროდა: “გააღეთ, თორემ განანებთ!” ნატამ მაშინვე პოლიცია გამოიძახა, რადგან მიხვდა თუ ვინ იყო უცნობი სტუმარი.მამაკაცი ყვირილს აგრძელებდა: “ნაძირალა, შენ მომპარე ჩემი ქალიშვილი! ახლავე გააღე კარი, თორემ შემოვანგრევ!” ამის მოსმენა საშინელება იყო, მაგრამ კარი მყარი იყო და ვერაფრით შემოანგრევდა. საბედნიეროდ, პოლიცია ძალიან მალე მოვიდა. გაიყვანეს მოძალადე გარეთ და წაიყვანეს, რათა დაეთვალიერებინათ მისი საცხოვრებელი სახლი.
მათ სოციალური მუშაკიც გაჰყვა, რომელიც შოკში ჩავარდა ნანახით. ბინაში პრაქტიკულად არ იყო ავეჯი. ბავშვს ეძინა იატაკზე დაგდებულ თხელ ლეიბზე. მაცივარი ბინძური და ცარიელი იყო, ნათურა მხოლოდ სამზარეულოში ინთებოდა და არცერთი კუთხე არ იყო სუფთა.პოლიციამ იპოვა უამრავი ცარიელი ბოთლი. მამის ოთახში კი კიდევ უფრო სერიოზული სერიოზული ნივთიერება იპოვეს. მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და სანამ პროცესი მიდიოდა, ბავშვი ნატასთან ცხოვრობდა. ისე შეუყვარდა პატარა, რომ გადაწყვიტა შვილად აეყვანა.ახლა უკვე პატარა გოგონა ოჯახში ცხოვრობს მზრუნველ დედობილთან და აღარაფერი აკლია. იმედი გვაქვს დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ.
რას გვასწავლის ეს ამბავი: საბედნიეროდ, პატარა გოგონა კარგი ადამიანის ხელში აღმოჩნდა და უკეთესი მომავალი აქვს. თუ ბავშვს ქუჩაში ზედამხედველობის გარეშე ნახავთ, აუცილებლად მიდით მასთან და გაარკვიეთ, რატომ არის მარტო. ამით შეიძლება გადაარჩინოთ ვიღაცის სიცოცხლე.