გაზაფხული ნერგების მოწესრიგებისა და დარგვის დროა. მებაღეები იყენებენ ყველა სახის სასუქს და დანამატს, რათა დააჩქარონ მცენარეების ზრდა. ზრდის ნატურალური სტიმულატორები და სასუქები – ეს ერთი და იგივე არ არის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით როგორ დააჩქაროთ კალმების დაფესვიანება სახლის პირობებში ბუნებრივი სტიმულატორების დახმარებით.
კალმების დაფესვიანება სახლის პირობებში
მებოსტნეებისთვის უპირატესი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა საკვების მოყვანა . რა თქმა უნდა, ასეთი საკვები ბევრად უფრო გემრიელი, სასარგებლო და უსაფრთხოა. თუმცა, იმ წუთიდან, როდესაც დაიწყებთ ნარგავების დამუშავებას ქიმიური სასუქებით და ხსნარებით, ის აღარ არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
ბიოსტიმულატორებს სასუქებისგან განსხვავებული შემადგენლობა აქვთ. ადრე ვისაუბრეთ ზრდის სტიმულატორ ცირკონის შესახებ. ეს არის უნივერსალური საშუალება, რომელიც საკმაოდ იაფი ღირს. თუ ხელთ არ გაქვთ მაღაზიაში არსებული დასაფესვიანებელი საშუალებები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიტამინებით მდიდარი სხვა საკვები.ბიოსტიმულატორები აჩქარებენ მცენარეების ზრდას, ხელს უწყობენ დაფესვიანებას და სწრაფად მომწიფებას. ადრე არაფრით გამომდიოდა ვარდის დაფესვიანება. ის ლპებოდა ზემოდანაც და ქვემოდანაც, სანამ არ გავიგე, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ვარდის კალამი უნდა კარტოფილში უნდა ჩამერგო.
კარტოფილი – შაქრითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარი კულტურა გამოიყენება მცენარის კალმების დასაფესვიანებლად. იმისათვის, რომ დააფესვიანოთ ვარდი, საჭიროა კარტოფილს მოაცილოთ კვირტები და შუაში გაუკეთოთ ნახვრეტი, სადაც უნდა ჩაარჭოთ ვარდის კალამი და ჩარგოთ მიწაში. თავზე უნდა დააფაროთ ქილა ან პლასტმასის ბოთლი. ყოველ დღე ცოტა ხნით გაანიავეთ ხოლმე და საჭიროებისამებრ მორწყეთ. ვარდი ორ კვირაში დაფესვიანდება.
ალოეს წვენი – ალოე არა მარტო აჩქარებს მცენარის ფესვების ზრდას, არამედ იცავს მის იმუნურ სისტემას და აძლიერებს ნერგებს. ალოეს წვენი ბუნებრივი ანტისეპტიკია. ის ებრძვის მიკროორგანიზმებს, რომელთაც შეუძლიათ მცენარის განადგურება. გახსენით 250 მლ. წყალში 1 ს/კ ალოეს წვენი და ჩადეთ მასში კალმები მანამდე, სანამ არ გაჩნდება ფესვები. ფესვების ფორმირებას და სტიმულირებას სხვა სეკულენტებიც ახდენენ.
ტირიფის წყალი – ტირიფის ტოტები შეიცავს აუქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ მცენარის ზრდას. ტირიფის წყალი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ბიოსტიმულატორად. დაჭერით მცენარის წვრილი ტოტები 8 სმ. ნაჭრებად და დაასხით მდუღარე წყალი. დადგით ბნელ ადგილას 8 საათის განმავლობაში. შემდეგ ჩააწყვეთ ამ წყალში კალმები და დაელოდეთ დაფესვიანებას.
ყვავილების თაფლი – თაფლი იცავს კალმებს გაფუჭებისგან და ასტიმულირებს ფესვების ზრდას. ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ლიტრი გამოხდილი წყალი და 1 ს/კ თაფლი. ამ ხსნარში მოათავსეთ მცენარის კალამი ერთი დღე-ღამით, შემდეგ გადარგეთ მიწაში და დააფარეთ რამე სათბურის ეფექტის შესაქმნელად. ფესვები 30 დღეში ფორმირდება.
რჩევა რედქციისგან: ასევე დასაფესვიანებლად შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი წყალი. მნიშვნელოვანია, რომ ფესვის ფორმირების პროცესში არ გამოცვალოთ წყალი. შეავსეთ ხოლმე აორთქლებული სითხე ნადგომი წყლით. არ ჩააწყოთ ბევრი ერთად და მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. თქვენ რომელ მეთოდს იყენებთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.