მარტოხელა დედა დაიბნა, როცა შენიშნა, რომ ვიღაცამ ბავშვს საფენი უკვე გამოუცვალა

2451

რას გრძნობს მარტოხელა დედის შვილი? ტკივილი, შიში და გაურკვევლობა. მაგდამ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადა, რომელიც გამზრდელმა მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს. გაიგეს, რომ მათი 17 წლის ქალიშვილი ორსულადაა. მორალური დოგმები შვილის ცოდვასთან შეგუების უფლებას არ აძლევდათ. Paparazzi გიამბობთ, რა დაეხმარა ახალგაზრდა დედას ყველაფერთან გამკლავებასა და შვილის გაჩენაში.

„როცა პატარა ვიყავი, ძალიან რელიგიურმა წყვილმა მიშვილა. ადრეული წლებიდან ეკლესიაში დავდიოდი, ყოველ დილა–საღამოს ვლოცულობდი. დედ–მამა დაბადების დღეების და სხვა საერო დღესასწაულების აღნიშვნის წინააღმდეგი არიან. ჩემი ცხოვრება თანატოლებისგან ძლიერ განსხვავდებოდა.ყოველთვის მშობლებს ვუსმენდი, მაგრამ მათ მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს არ ვგრძნობდი. თავისუფლება მსურდა. თანაკლასელებს ვუყურებდი, რომლებიც ბიჭებთან ურთიერთობდნენ, წვეულებებზე დადიოდნენ და უბრალოდ იმას აკეთებდნენ, რაც მოსწონდათ. მათი მშურდა. მამა მხოლოდ პარკში საღამომდე სეირნობის უფლებას მაძლევდა. ბიჭებთან მეგობრობაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

მე-5 კლასიდან დაბადების დღის საჩუქრების მიღება დავიწყე. კლასის ხელმძღვანელი მაძლევდა. არ მეუბნებოდა, ვისგან იყო საჩუქრები, მაგრამ მშობლებსაც არაფერს ეუბნებოდა. ასეთი საიდუმლო გვქონდა, რის გამოც ქეთინოს ძალიან ვაფასებდი. ვფიქრობდი, რომ ზეციდან ანგელოზი მფარველობდა.რაც უფრო მეტად მზღუდავდნენ მშობლები, მით მეტად მსურდა მათგან თავის დაღწევა. 16 წლისას ცუდ კომპანიაში მოვხვდი (ახლა ვხვდები). ჩვენი სკოლის ყველაზე უწესო ბიჭს ვხვდებოდი. 1 წლის შემდეგ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ძალიან შემეშინდა და მშობლებს გავუმხილე.მათ იმაზე საშინელი რეაქცია ჰქონდათ, ვიდრე ვფიქრობდი. მამამ მითხრა, რომ შევარცხვინე. დედასთან დიდხანს თათბირობდა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ სახლიდან უნდა წავსულიყავი. ცოდვილი ვარ და უცნობისგან გაჩენილი ცოდვილი შვილიშვილის აღზრდა არ სურთ“.

ახალი ცხოვრება – არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შეიძლება პატარა ჩემოდანში ჩაეტიოს. მშობლებმა ცოტა ფული მომცეს, მაგრამ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი და როგორ მეცხოვრა. იმ საღამოს გადაწყვეტილების მიღების იმედად ქუჩებში ვხეტიალობდი. ალბათ, მფარველმა ანგელოზმა შემიცოდა. ვიღაც ქალმა დამიძახა და მკითხა, კარგად თუ ვიყავი.თავიდან უცნობს ეჭვის თვალით შევხედე და მოვერიდე. მოგვიანებით მივხვდი, რომ დასაკარგი არაფერი მაქვს. ჩემი ისტორია მოვუყევი. ქალმა ყურადღებით მომისმინა და დახმარება შემომთავაზა: „ახლა ყვავილების მაღაზიაში დამხმარე მჭირდება. თან აქვე ცარიელი ბინა მაქვს. მზად ვარ, თავიდან დაგითმო. რას იტყვი?“

ნებისმიერ შესაძლებლობაზე თანახმა ვიყავი, ამიტომ მაშინვე დავთანხმდი. თამარმა ყველაფერი სწრაფად მასწავლა და საქმეს შევუდექი. ეს წმინდა ქალი ყველაფერში მეხმარებოდა, როგორც შეეძლო. მის სიკეთეს საუკუნე არ დავივიწყებ. ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველაზე რთული პერიოდი დადგა. 18 წლის მარტოხელა დედის სტატუსი მთრგუნავდა, მაგრამ ვერაფერს გავხდებოდი“.

მარტოხელა დედის შვილს ბედნიერების უფლება აქვს – „უძილო ღამეებისგან თავი მისკდებოდა.ზოგჯერ, ჩემი შვილი მთელი ღამე ტიროდა და არ ვიცოდი, როგორ დამემშვიდებინა. ერთ მშვენიერ დღეს ეს შეწყდა. მახსოვს, როგორ ჩამეძინა მთელი ღამე. დილით აღმოვაჩინე, რომ შვილს საფენი გამოცვლილი ჰქონდა. არ მესმოდა, ეს როგორ იყო შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ბავშვისთვის თვალყურის დევნა გადავწყვიტე.რაღაც მომენტში ბინის კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა. მაშინვე ოთახიდან გამოვვარდი და დერეფანში უცნობს შევეჯახე. შიშისგან დავიყვირე: „ვინ ხარ და რას აკეთებ?“ ქალმა მშვიდად მიპასუხა: „მაგდა, მშვიდად. ახლავე ყველაფერს აგიხსნი. დედაშენი ვარ“.

წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი ღამე მელოდა. აღმოჩნდა, რომ ღვიძლმა დედამ 16 წლისას გამაჩინა. მშობლებმა მასზე და შვილიშვილზე უარი თქვეს. იძულებულიყო, რომ ბავშვთა სახლში ჩავებარებინე. ყვავილების მაღაზია, სადაც ვმუშაობ მას ეკუთვნის. თამარი მისი ბიზნეს პარტნიორია. ბინა, სადაც დამაბინავეს, დედაჩემისაა. აღმოჩნდა, რომ ყოველ დაბადების დღეზე საჩუქარს დედა მიგზავნიდა. საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ მომძებნიდა.დედაზე არ ვბრაზობ, რადგან დამნაშავე არაა. მეც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი. ახლა ერთად ვცხოვრობთ. დედა შვილის აღზრდაში მეხმარება. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი თავს გადამხდა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მფარველი ანგელოზი დედაჩემია“.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ცხოვრება განსაცდელებით სავსეა. თუ იცით, რომ თქვენი ქცევა სიკეთის და სინათლის მომტანია, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით. შვილებზე უარის თქმა, რაც არ უნდა გააკეთონ, წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, რომ გამზრდელი მშობლები ჩადენილ საქციელს კიდევ ინანებენ. გოგონა, ალბათ, აპატიებს, მაგრამ ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მან ხომ ნამდვილი მხარდაჭერა, ღვიძლი დედა იპოვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს