ერთი შეხედვით, წიწიბურის ფაფის და მაკარონის ნარევი უცნაურია. ებრაელმა დიასახლისებმა დიდი ხანია იციან, რომ მაკარონს ფაფა ვერ გააფუჭებს. რას იტყვით წიწიბურის და ფეტვის ნარევზე? ვფიქრობთ, უნდა სცადოთ. მით უფრო, რომ ფხვიერი ფეტვი და ბებიების საყვარელი წიწიბურა გემრიელი ვახშამია, რომელიც 20 წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ფეტვი
- 1 ჭიქა წიწიბურა
- 5 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 2 სტაფილო
- ხორცი გემოვნებით
- 1,5 ჩ/კ მარილი
- 1 ლ წყალი
- ახალი მწვანილი
მომზადების წესი:
- ტაფაზე 3 ს/კ მცენარეული ზეთი დაასხით, ფეტვი და წიწიბურა დაუმატეთ. სხვათა შორის, ორივე მარცვლეული გლუტენს არ შეიცავს. გამოდის, გამოადგება მათ, ვისაც ამ მცენარეული ცილის მიმართ აუტანლობა აქვს.
- მარცვლეული სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. ამ დროში ორივე მარცვლეული ზეთს შეიწოვს. ტაფა გვერდზე გადადეთ.
- ხახვი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ღრმა ტაფაზე დარჩენილ ზეთში შეწვით.
- დაელოდეთ, სანამ ხახვი ოქროსფერი და რბილი გახდება. შემდეგ წვრილად დაჭრილი ხორცი და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ და აურიეთ.
- სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ხახვს და ხორცს დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ და აურიეთ.
- დარბილებამდე შეწვით. ბოსტნეულს შემწვარი მარცვლეული დაუმატეთ, აურიეთ და 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით.
- კერძი სუსტ ცეცხლზე სითხის აორთქლებამდე მოშუშეთ. სულ ბოლოს წვრილად დაჭრილი ოხრახუში დაუმატეთ.
ორიგინალური ფლავი ორი მარცვლეულით მზადაა. გახსოვდეთ, რომ კულინარიას საზღვარი არ აქვს. უჩვეულო კომბინაციები თავად სცადეთ და მარცვლეული ახლებურად მოამზადეთ. შეცდომების დაშვების და ერთი შეხედვით შეუთავსებელი ინგრედიენტების შერევის არ შეგეშინდეთ. გემრიელად მიირთვით. ახალ კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს