წინასწარმეტყველება თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, ვის რა ელოდება 2022 წლის აპრილში

0
7369

რთულ დროში, როდესაც გაურკვეველია რა მოხდება, ხალხის ინტერესი მომავლის პროგნოზის მიმართ იზრდება ხოლმე. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ 2022 წლის აპრილის ასტროლოგიურ პროგნოზს თამარა გლობასგან. რას ურჩევს ის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს?

2022 წლის აპრილის პროგნოზი

ასტროლოგი დარწმუნებულია რომ აპრილში ბევრი პროცესის გაგრძელება მოხდება. იქნება მცდელობა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების და შუა რიცხვებიდან ეს უფრო შესაძლებელი იქნება.

  • ვერძი – ვერძებისთვის აპრილი წარმატებული იქნება. გაჩნდება სწავილის, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის, ახალი საქმის წამოწყების შესაძლებლობა. ყურადღება მიაქციეთ ჯამრთელობას, მეტად ენდეთ ინტუიციას, რადგან დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
  • ლომი – ასტროლოგები ურჩევენ ლომებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ფინანსურ მდგომარეობას და არ ჩაერთონ საეჭვო ავანტურებში. აპრილის პირველ ნაწილში სასარგებლო ნაცნობობა გელოდებათ, მეორე ნახევარში კი ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
  • მშვილდოსანი – ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ მეტი დრო დაუთმონ საყვარელ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. საუკეთესო დროა სახლის მოსაწყობად, ბევრი საყოფაცხოვრებო საქმის გადასაჭრელად.
  • კურო – კუროს ახალი და საინტერესო სამსახურის მიღების შესაძლებლობა ექნება, თუმცა იქნება მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები. შეეცადეთ იპოვოთ კომპრომისი კონფლიქტში შესვლის ნაცვლად. ჩაატარეთ თქვენი ჯანმრთელობის მონიტორინგი, არ დაუშვათ ზედმეტი ემოცია, რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
  • ქალწული – ქალწულისთვის აპრილი ცვლილებების თვე იქნება. ეს ცვლილებები დაიწყება აპრილის დასაწყისში და მაისამდე მოგვარდება. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და ოჯახს. შეიძლება გაჩნდეს ფინანსური პრობლემები, ამიტომ დაზოგეთ თანხები.
  • თხის რქა – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ბევრს იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ საყვარელი ადამიანები. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც იქნება ფინანსური პრობლემები. არ ჩადოთ ამ პერიოდში თანხა არაფერში, რადგან არსებობს დაკარგვის დიდი რისკი.
  •  ტყუპები – ტყუპები აპრილში არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ თავს და მეგობრებსაც უნდა მიმართონ დახმარებისთვის. თვის დასაწყისში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აპრილის ბოლოს კი მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები.
  • სასწორი – სასწორს ვურჩევთ იყოს მაქსიმალურად აქტიური. ხელსაყრელი დროა სპორტისთვის, ბიზნესისთვის, ახალი ურთიერთობებისთვის. იქნება ბევრი კონფლიქტი, მაგრამ თუ საკმარის გონიერებას გამოიჩენს ყველაფერი მოგვარდება. რთულ მომენტებში მიენდეთ საყვარელ ადამიანებს, რადგან ისინი გვერდში ამოგიდგებიან და გაგამხნევებენ.
  • მერწყული – მერწყულები შეძლებენ აპრილის გატარებას ოჯახებთან ერთად. იქნება ბევრი სიახლე. არ უნდა იმუშაო ქანცის გაწყვეტამდე, რადგან ვერანაირი ფინანსური სარგებელი ვერ დაუბრუნებს ჯანმრთელობას.
  • კირჩხიბი – აპრილში გაჩნდება ახალი მიზნები და ამოცანები, გაიხსნება გზები, რომლებიც აქამდე არ ჩანდა. თვის ბოლოს შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოგივიდეთ მეგობართან, ჩაიშლება ზოგიერთი გეგმა. მაგრამ არ იდარდოთ, მალე ყველაფერი დალაგდება.
  • მორიელი – მორიელებს აპრილში ბევრი სამუშაო ექნებათ, გამოჩნდება გადაუდებელი საოჯახო საქმეები. განსაკუთრებულად მოუწევთ ზრუნვა საყვარელი ადამიანების და საკუთარ ჯანმრთელობაზე. ფინანსებთან დაკავშირებით გაჩდება პრობლემები, მაგრამ თვის მეორე ნახევრიდან უკეთესობა იქნება.
  • თევზები – თევზები აპრილში განსაკუთრებულად აქტიურები იქნებიან, რაც მათ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. მიუხედავად ამისა, მოუწევთ ბალანსის მოძებნა, რათა არ დაზარალდეს ცხოვრების სხვა სფეროები. სარისკო ფულის დაბანდება რამე საქმიანობაში.

ასეთია 2022 წლის აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი. მთავარია, გაგებით და სიყვარულით მოეკიდოთ ერთმანეთს და ყველაფერი დალაგდება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.