მცოდნე დიასახლისი ფანჯარას უბრალო საშუალებით წმენდს, რომ წელიწადში 10–ჯერ არ გარეცხოს

1662

სუფთა ფანჯარა ნებისმიერ სახლს ამშვენებს. გასაკვირი არაა, რომ გულმოდგინე დიასახლისები ფანჯარას წელიწადში 10–ჯერ წმენდენ. მართალია, ეს ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა. მტვერი სწრაფად გროვდება და ფანჯარა ჭუჭყიანდება. სამუშაოს თავიდან შესრულება მოგიწევთ. Paparazzi გიზიარებთ მარტივ ხრიკს, რომლის დახმარებით ჭუჭყიანი ფანჯრის პრობლემას მოაგვარებთ. მეთოდი ერთ–ერთმა მკითხველმა გაგვიზიარა.

„არ ვიცი, როგორ შეიძლება გულგრილად შეხედო ჭუჭყიან ფანჯრებს. ასე განწყობა ფუჭდება და შენობაში ნაკლები სინათლე შემოდის. მთელი ეს ჭუჭყიანი ჰაერის ნაკადი სახლში აღწევს, რაც ჯანმრთელობაზე დადებითად არ აისახება. რა თქმა უნდა, სისუფთავის შესანარჩუნებლად ფანჯრები რეგულარულად შეგიძლიათ გაწმინდოთ. საკმაოდ დამღლელი და მოსაწყენი საქმეა, რომელიც ხანგრძლივ ეფექტს არ იძლევა. გთავაზობთ მეთოდს, რომლის შესახებ დეიდასგან გავიგე. მეთოდი რეკომენდებულია. მთელი საიდუმლო ხელნაკეთ საშუალებაშია, რომელიც ნებისმიერ დიასახლისს დაეხმარება. ასეთი საშუალება მაღაზიაშიც იყიდება, მაგრამ სახლში გაკეთებას მიჩვეული ვარ. თან დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად იმუშავებს.

ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი და 1 ხუფი თეთრეულის კონდიციონერი აურიეთ. 1 კოვზი გლიცერინი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ხარისხიანად აურიეთ. აქვე გეტყვით, რომ შერევას ცოტა ძალა სჭირდება. ახლა საშუალება 15 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თავიდან ფანჯარა წყლით და ნებისმიერი მინის საწმენდი სითხით გაწმინდეთ. შემდეგ ხელნაკეთი საშუალება წაუსვით და გაწმინდეთ. გაითვალისწინეთ, რომ მინაზე ჩვენი ნარევის თხელი ფენა უნდა დარჩეს. ეს ფენა ზედაპირზე ჭუჭყის და მტვრის დალექვას ხელს შეუშლის. აუცილებლად სცადეთ და თავად დარწმუნდით, რომ ფანჯარა ასეთი დამუშავების შემდეგ დიდხანს სუფთა დარჩება“ – წერს ხათუნა.

ნამდვილად ეფექტურად ხრიკი ჩანს. მცოდნე დიასახლისს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ ფანჯრების წმენდის საიდუმლო მეთოდი გაგვიზიარა. რა მეთოდებს იყენებთ ფანჯრების საწმენდად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს