მანიკურის სალონში გაკეთება შესანიშნავი ალტერნატივაა, მაგრამ ყოველთვის არ გვაქვს ამის საშუალებაა. ამიტომ კარგი იქნება, თუ გეცოდინებათ მანიკურის სახლში გაკეთების წესები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე საჭირო ხრიკს.
მანიკური ქლიბით
ამ ტიპის მანიკური კარგად შეეფერება მათ, ვინც მოხერხებულად ვერ ხმარობს მაკრატელს ან ან აპარატს, რომლითაც შეიძლება ზიანი მიაყენონ თითებს.სამწუხაროდ ქლიბი არ იძლევა ნუნების მოცილების საშუალებას, მაგრამ იდეალურად ერგება მათ, ვინც არ იღებავს ფრჩხილებს, ან ძირიდანვე არ ისვამს მანიკურს. გარდა ამისა, ქლიბით მანიკური კეთდება საკმაოდ სწრაფად.ამ ტიპის მანიკური არ არის შესაფერისი ყველა ტიპის კანისთვის. ის საუკეთესო ალტერნატივაა ხელებისთვის, რომლებზეც არ აქვთ ძალიან გრძელი ფრჩხილები, ან ძალიან გამოხატული პრობლემები. ქლიბი ვერ უმკალვდება სქელ ნუნებს.
ხელსაწყოები და გაქლიბვა – ასეთი მანიკურისთვის უნდა შეარჩიოთ რბილი აბრაზიის ქლიბი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს რკინის და იდეალურია ქაფის ბაზაზე დამზადებული. უპირატესობა მიანიჭეთ ბანანის ფორმის ქლიბს, რომელსაც არ უნდა ქონდეს მახვილი კიდეები.გაქლიბვა დაიწყეთ გვერდებიდან. ამ საქმისთვის ქლიბი უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მაკრატელი. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? გაქლიბვა უნდა მოხდეს ერთი მიმართულებით, რათა არ დააზიანოთ ფრჩხილის კედელი. ქლიბი ამოძრავეთ თავისუფლად და არ დააწვეთ ზედმეტად ფრჩხილს.
კუტიკულის სწორად მოსაშორებლად ჯერ უნდა ასწიოთ ის ხის სპეციალური ჩხირით. შემდეგ მოათავსეთ ხელსაწყო ჰორიზონტალურად ფრჩხილზე და ფრთხილად გაუსვით ნუნის გასწვრივ. შეეცადეთ მოძრაობები იყოს მოკლე და მსუბუქი.დაიჭირეთ ქლიბი ვერტიკალურად და ნაზად გაუსვით კუთხეში ფრჩხილსა და კანს შორის. ნუნის აქერცვლა უნდა მოხდეს ქვემოდან ზემოთ. საჭიროების შემთხვევაში ოდნავ დახარეთ ქლიბი ისე, რომ მიჰყვეს კუტიკულის ხაზს.
რჩევა რედაქციისგან: ზოგი ფიქრობს, რომ თუ გაქვს პრობლემები, გარეგნობაზე აღარ უნდა იზრუნო, რაც არ არის სწორი მიდგომა. სწორედ რთულ დროს გჭირდება ფოკუსირება და ყურადღების გადატანა რუტინულ და სასიამოვნო რაღაცებზე. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფსიქიკა სტაბილურ მდგომარეობაში, განდევნოთ პანიკური შიში და შფოთვა. თქვე რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.