
როგორც ჰარმონიული წყვილების პრაქტიკა აჩვენებს, ქორწინებაში ცოლ–ქმრის მოვალეობები საზოგადოების ტრადიციული შეხედულებების მიხედვით არ იყოფა, არამედ შეთანხმებით. ასე ხდება ქორწინებაში, სადაც თითოეული მეუღლის შრომას მეორე მხარე აფასებს და იყოფა არა საზოგადოდ მიღებული როლის, არამედ შესაძლებლობის მიხედვით. გიგას და ნინას ოჯახში ეს ბალანსი დიდი ხნის წინ დაირღვა, რადგან ზრდასრულ მამაკაცს ოჯახისთვის რაიმე ძალისხმევის გაღება არ სურდა. ნინას ეს მობეზრდა.
ცოლ–ქმრის მოვალეობები ქორწინებაში – უკვე 20 წელია ნინა ერთი და იმავე სცენარს აკვირდება: დაღლილი ქმარი დივანზე წევს და ტელევიზორს უყურებს. რა თქმა უნდა, კვადრატული ეკრანის საპატიო ადგილი მოსახერხებელმა და კომპაქტურმა ნოუთბუქმა დაიკავა, მაგრამ ამით არსი არ იცვლება. გიგა თავისუფალ დროს ყოველთვის ასე ატარებდა და მისი ადგილიდან დაძვრა არავის შეეძლო.
რაც ნინას თავი ახსოვს, გიგა ყოველთვის დაღლილი იყო. ამავდროულად, მისი სამსახური რთული ან მაღალანაზღაურებადი არაა. ეს საკმარისი იყო, რომ დღის ბოლოს ძლიერ დაღლილობაზე ეწუწუნა და ვახშმის მოლოდინში დივანზე გაშხლართულიყო.ნინაც მუშაობდა. ქმარზე უფრო მაღალი ხელფასიც ჰქონდა. დიახ, ფიზიკურად არ შრომობდა, რადგან ინტელექტუალური მუშაობა უწევდა. ეს სამუშაო დღის ბოლოს დაღლილობას არ აქრობდა. მასაც დივანზე წამოწოლა და მოდუნება სურდა. ასეთ ფუფუნებას საკუთარ თავს მხოლოდ ძილის წინ აძლევდა, რადგან სამსახურის შემდეგ მთელ თავისუფალ დროს სახლს, კერძის მომზადებას და ბავშვებს უთმობდა. გიგა მისი არაერთი თხოვნის მიუხედავად გვერდით არასდროს ყოფილა.
გულახდილი საუბარი – წლები ასეთი ცხოვრების შემდეგ ნინას მოთმინების ფიალა ამოევსო. ერთ დღეს თავისი მოდუნებული ქმრის შემხედვარე, რომელიც ჰორიზონტალურ პოზაში იწვა და მუცელზე ლეპტოპი ედო, გადაწყვიტა, რომ არაფერს გააკეთებდა. იმის ნაცვლად, რომ ჭურჭელი გაერეცხა, სავარძელში დაჯდა და წიგნის კითხვა დაიწყო.ასე გავიდა 1-2 დღე. გიგამ მხოლოდ მაშინ შეამჩნია რაღაც რიგზე რომ არ იყო, როცა სუფთა თეფშები დასრულდა. რა თქმა უნდა, ჭუჭყიანი თეფშების გარეცხვას არ აპირებდა. ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ ნიჟარა და უნიტაზი მიმზიდველად არ გამოიყურებოდა, ხოლო ავეჯზე მტვრის მკრთალი ფენა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. როცა ჩუსტებმა ლინოლეუმზე დაწებება დაიწყო, გიგას მოთმინება გასკდა.
- – აპირებ სახლის დალაგებას თუ როგორ? – ჰკითხა ოქსანას, რომელიც ფაზლს გატაცებით აგროვებდა.
- – თავად არ გსურს რაიმე გააკეთო? აქ შენც ცხოვრობ.
- – დრო არ მაქვს, სამსახურში ვიღლები. ნუთუ არ შემიძლია სუფთა და მოწესრიგებულ სახლში უბრალოდ დავისვენო?
- – მეც ვმუშაობ და ვიღლები. როგორ ფიქრობ, იქნებ მეც მინდა სისუფთავესა და წესრიგში დასვენება?
- – ნინა, არ მესმის. მაშინ დაალაგე, თუ სისუფთავე გსურს.
- – მეც მომბეზრდა, რომ ელემენტარულს ვერ ხვდები! მსურს, რომ ეს წესრიგი ორივემ ერთად და თანაბრად დავიცვათ! შენი მოსამსახურე არ ვარ! თუ სუფთა სახლი გსურს, ამისთვის შენც რაღაც გააკეთე.
ცოლ–ქმრის მოვალეობები ქორწინებაში – ნინას სჯეროდა, რომ ეს მოკლე, მაგრამ ტევადი საუბარი ქმარს სწორი ფიქრებისა და სურვილებისგან უბიძგებდა. იმედი ჰქონდა, გიგა მიხვდებოდა, რომ ცოლს დახმარება სჭირდებოდა. სიტუაცია სრულიად მოულოდნელად განვითარდა. რამდენიმე კვირაში ნინა შეესწრო, როგორ ალაგებდა გიგა ნივთებს ჩემოდანში. აღმოჩნდა, რომ გიგას ასე ცხოვრება აღარ შეეძლო, რომ სამუდამოდ მიდის და განქორწინება სურს.
- – არ შემიძლია ვიცხოვრო სახლში, სადაც იმის გაკეთებას მაიძულებენ, რაც ჩემი მოვალეობა არაა.
- – უფრო ზუსტად, არ გსურს, – ჩაიღიმა ნინამ. – სად მიდიხარ?
- – სამსახურში ერთი ქალია. დამთანხმდა, რომ დროებით შემიფაროს.
- – კარგი, მაშინ წარმატებები.
საღამოს გიგა ბინაში აღარ იყო. ნინამ მუსიკა ჩართო და მისდა გასაკვირად ჩვარს ხელი მოკიდა, რომ თაროდან მტვერი გადაეწმინდა. წლების განმავლობაში პირველად სახლს სიამოვნებით ალაგებდა. ახლა ამას იმიტომ არ აკეთებდა, რომ „ყველა ცოლის მოვალეობა იყო“, არამედ იმიტომ, რომ სახლის მოწესრიგება სურდა.იმ საღამოს ნინას ეჩვენებოდა, რომ მტვერთან და ჭუჭყთან ერთად ბინიდან გაცვეთილი გრძნობები და გიგასთან ურთიერთობის ბოლო კვალი მოიშორა. ეს ძალას და სიხარულს ანიჭებდა. როგორც ჩანს, ნინას დიდი ხანია გიგას წასვლა სურდა. ახლა თავისუფლებას გრძნობდა და ცხოვრებით კმაყოფილი იყო.
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ცოლ–ქმარს შორის შრომის არათანაბარი განაწილება კამათს, წყენას და დაძაბულ ურთიერთობას იწვევს. ქორწინებაში წყვილის მოვალეობები ისე უნდა გადანაწილდეს, რომ არც ერთმა მხარემ დასვენების ან პარტნიორის ყურადღების ნაკლებობა არ იგრძნოს. მხოლოდ ასე დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას შეძლებთ.