2022 წელი რითი დასრულდება თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის

1426

ჯერ 2022 წლის ნახევარი არ გასულა, მაგრამ უკვე გვაინტერესებს როგორ დასრულდება ის. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ახლა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ადამიანებს სურთ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ჩვენ არაერთხელ გაგიზიარეთ მომავლის ასტროლოგიური პროგნოზები. დღეს კი პაპარაცის ამ სტატიაში მოგიმზადეთ 2022 წლის ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

პროგნოზი ვერძებისა და კუროებისთვის – ვერძს 2022 წელს ძალიან გაუმართლებს კარიერაში და წინსვლის წელი ექნება. ამავდროულად ელოდება სირთულეები საცხოვრებელთან დაკავშირებით. ყველაზე იღბლიანი პერიოდია ზაფხული და შემოდგომა. დიდია იღბლიანი მოგზაურობის ან მგზავრობის ალბათობა. თამამად დაიწყეთ ახალი საქმეები და გააძლიერეთ თქვენი მატერიალური ბაზა.2022 წელი კუროსთვის გადამწყვეტი იქნება. ნებისმიერი მისი ქმედება მომავალს შეცვლის. დგება მომენტი, როდესაც უნდა აიღოთ გარშემო მყოფი ავტორიტეტული ადამიანების ენერგეტიკა. აპრილის და მაისის ბოლოს იქნება ჯანმრთელობის და პირადი ცხოვრების პრობლემები. ზაფხულში დაიწყება მზადება ცხოვრების ახალი ეტაპისთვის.

ტყუპები, კირჩხიბი, ლომები – ტყუპებისთვის წელი რთულად დაიწყო. გაზაფხულზე მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები სამსახურში. ზაფხულში გექნებათ ფინანსური პრობლემები, მაგრამ მეგობრები არ მოგცემენ დაცემის საშუალებას. შემოდგომიდან გექნებათ ახალი მიზნები და შესაძლებლობები. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მისაღწევად არ უნდა დაგავიწყდეთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.ეს წელი რთული იქნება ლომებისთვის. გაზაფხულზე თავს იჩენს დიდი რაოდენობით ხარჯების აუცილებლობა, უსიამოვნებ სამსახური, პირად ცხოვრებაში. ზაფხულში მდგომარეობა გამოსწორდება, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება სახლიდან წასვლა. შემოდგომიდან ლომები მთელი ძალებით ჩაერთვებიან სამუშაოში და დაიწყებენ შორეული გეგმების განხორციელებას.

ქალწულები, სასწორი და მორიელი – ქალწულებმა ამ წელს ყურადღება უნდა გაამახვილონ გუნდურ მუშაობაზე, ავტორიტეტული ადამიანების გამოცდილებაზე. ყველაზე აქტიური იქნებით შემოდგომაზე. შესაძლოა, ოჯახში მატება, დიდია სხვა ქვეყანაში წასვლის ალბათობა.სასწორისთვის 2022 წელი მრავალფეროვანი იქნება. ერთი მხრივ, საქმეები სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება. ის რისი დაგროვებაც მოახერხა სასწორმა წლების განმავლობაში, მოუტანს დიდი ხნის ნანატრ შედეგს. ზაფხულის ბოლოს ექნებათ რთული პერიოდი.მორიელებისთვის გარდამტეხი იქნება გაზაფხული და შემოდგომა. მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება და შეძლებენ გაუმკლავდნენ ყველა პრობლემას. დადგება ოჯახური კავშირის, შვილის ყოლისა და აღზრდის პერიოდი. თუ დიდი ხანია ფიქრობთ ბავშვის გაჩენას, ახლა ხელსაყრელი პერიოდია ამისთვის.

მშვილდოსანი, თხის რქა, თევზები – მშვილდოსნებს ფინანსური წარმატება ელოდებათ წინ. ზაფხულსა და შემოდგომაზე შესაძლებელია შეექმნათ პრობლემები სამსახურში, მაგრამ ეს არ მიაყენებს მათ დიდ ზარალს. ზოგადად, მშვილდოსნებისთვის მთელი წელი სტაბილური იქნება.წლის პირველი ნაწილი თხის რქებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება ფინასური კუთხით. გააძლიერეთ პოზიციები სამსახურში, ურთიერთობები ოჯახში. იყავით ყურადღებით კონკურენტებთან მიმართებაში.მერწყული ამ წელს მოიშორებს ყველა ზედმეტ ადამიანს გარემოცვიდან და შეხვდება ბევრ კარგ პიროვნებას. მთავარი აქცენტი უნდა გააკეთოს ჯამრთელობაზე, რათა ქონდეს საკმარისი ძალა ცვლილებებისთვის.თევზები მიიღებენ სრულ კომპენსაციას წარსულში მიღებული სირთულეებისთვის. მათ წინ ბევრი სასიამოვნო სიახლე ელით. განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება შემოდგომის პერიოდი. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე. ყველაფერი გამოგივათ.

თქვენ რას ფიქრობთ ზოგადად ჰოროსკოპზე? გჯერათ ასტროლოგიური პროგნოზების? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს