გამოცდილი სასუქები ბაღისა და ბოსტნისთვის არის ის, რის გარეშე ვერც ერთი მებაღე ვერ იქნება და მის გარეშე ვერ მიიღებს კარგ მოსავალს. ამიტომ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ გამოცდილი მებაღის რჩევას, რომელმაც გვიამბო, თუ როგორ ანოყიერებს ბაღს უხვი მოსავლის მისაღებად. მისი სასუქის რეცეპტი საკმაოდ მარტივია, მაგრამ ეფექტური სხვადასხვა კულტურებისთვის.
სასუქი ბაღისთვის და ბოსტნისთვის – “ჩემს მშობლებს ყოველთვის ჰქონდათ საკუთარი ნაკვეთი, სადაც მოჰყავდათ ყველანაირი ხილი და ბოსტნეული. ისინი არასდროს იყენებდნენ ქიმიურ საშუალებებს და ყოველთვის ნატურალური გზით მიღებული პროდუქტი გვქონდა სახლში. ” – გვწერს მარინა.
“ახლა უკვე მეც კარგა ხნის გამოცდილება მაქვს ბაღში მუშაობის და წარმატებით ვიყენებ ზოგიერთ ხერხს ჩემს ნაკვეთზე. ხშირად ვხმარობ სხვადასხვა ნაყენს და ვრწყავ მცენარეებს. ამის შემდეგ ისინი საუკეთესო მოსავალს იძლევიან.”
როგორ მოვამზადოთ სასუქი – სასუქი მარტივად მზადდება: აავსეთ 10 ლიტრიანი ვედრო თბილი წყლით, ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემდეგ 300 გრამი საფუარი. დადგით დაახლოებით რვა დღის განმავლობაში. როდესაც დუღილს დაიწყებს, დადგით ბნელ და გრილ ადგილას. შეგიძლიათ დაიწყოთ მისი გამოყენება.მიღებული ნაყენიდან ერთი ჭიქა გააზავეთ 10 ლიტრ წყალში და დაუსხით მცენარეებს ფესვებთან. ეს მოქმედება შეგიძლიათ გაიმეოროთ 10 დღეში ერთხელ.
შედეგს ძალიან მალე შეამჩნევთ. პომიდორი მალე გაიზრდება, ნაკლებად დაავადდება და ექნება ტკბილი, წვნიანი ნაყოფი. კარტოფილი იქნება უკეთესი ტექსტურის, ჯანსაღი და გემრიელი.ამ სასუქის დახმარებით შეგიძლიათ კომბოსტოს მოყვანაც. ამასთან, ბოსტნეულს შედარებით იშვიათად ესტუმრებიან პარაზიტები და ხოჭოები. ნაყენი უხდება ხეხილს და კენკრის ბუჩქებს. დაიწყეთ მისი გამოყენება ზაფხულის დასაწყისიდან.
სულ ეს არის – მარტივი, იაფი და სასარგებლო სასუქის რეცეპტი. ზოგი მებაღე მის მოსამზადებლად იყენებს საფუარს, ზოგი ძველ მურაბას, ზოგი ბალახს, ჭინჭარს. თქვენ გიცდიათ მსგავსი საკვების მიცემა მცენარეებისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.