ჩვევები, რომელიც გიშლის შენი პირველი მილიონის გამომუშავებას

97

ფინანსური კეთილდღეობა მხოლოდ მყარ საფუძველზე შეიძლება გაიზარდოს. ეს საფუძველი კი არის ფულის გამომუშავების, საკუთარი მოთხოვნილებების გაგების უნარი, კონტროლი. ადამიანების უმეტესობას არ აქვს ეს საფუძველი და მაშინაც კი, თუ მის ხელში მოხვდება დიდი რაოდენობით თანხა, ასევე დიდი ალბათობით მალე დახარჯავს და თავის პირვანდელ ფინანსურ მდგომარეობას დაუბრუნდება.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ჩვევებზე, რომელიც ხელს უშლის ადამიანს გამდიდრებაში და ტოვებს მას სიღარიბეში. კარგი იქნება ამ დამაბრკოლებელი გარემოებების ცოდნა, რათა შეძლოთ მასთან გამკლავება.

ცხოვრება სიღარიბეში

რა თქმა უნდა, ადამიანმა შეიძლება თავი ფინანსური კუთხით საკმაოდ განათლებულად ჩათვალოს, მაგრამ რამდენად არის ეს რეალური, როცა ბოლოს ყველა ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს? რაც უფრო მეტია ეს შეცდომა, რაც უფრო ხშირად მეორდება, მით უფრო საგრძნობია მისი დამანგრეველი გავლენა.

1 . გაბერილი ხარჯები – თუ ადამიანმა არ იცის, როგორ იცხოვროს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ეს ნიშნავს, რომ მან არ იცის როგორ დაგეგმოს ხარჯები სწორად. თუ ხარჯი უტოლდება შემოსავალს, ან აღემატება მას, ლოგიკურია, რომ ფული არ იქნება საკმარისი.

2 . თვითკონტროლის არქონა – თუ ხელფასის დღეს დაუფიქრებლად ყიდულობ რაც მოგწონს და გინდა, რამდენიმე კვირაში ისევ ფულის დეფიციტი გექნება. უკონტროლო ხარჯვა საზიანოა ნებისმიერი ბიუჯეტისთვის. ამიტომ დაგეგმვა მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ ადამიანმა ზუსტად იცის რამდენის დახარჯვა შეუძლია და აღარ ემუქრება მომავალ ხელფასამდე უფულოდ ყოფნა.

3 . იმპულსური ხარჯვა – ყველა შესყიდვა კარგად უნდა იყოს გააზრებული. როდესაც იღებთ კარგად აწონილ-დაწონილ გადაწყვეტილებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოგვიანებით ინანოთ. ახალი მობილურის, ძვირადღირებული ჩანთის ან ბრენდული ტანსაცმლის ყიდვა საფულეს შეუმჩნეველი არ დარჩება. ამიტომ მნიშვნელოვანია დიდი შესყიდვების გაკეთება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ამის 140 გამოუვალი საჭიროება.

4 . კრედიტი – სასურველი პროდუქტის ან სერვისის მიღების პერსპექტივა მაშინვე, თანხას კი მოგვიანებით იხდით. ეს ერთი შეხედვით მიმზიდველი წინადადებაა, მაგრამ იხდით ბევრად მეტს და ხანგრძლივად გაქვთ ვალი.ნებისმიერი ფინანსური კონსულტანტი პირველ რიგში გირჩევთ, რომ თავი დააღწიოთ სესხს.

ფინანსური ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გარშემო ამდენი ცდუნებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ფულისადმი სწორი დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, რადგან ზრდასრული ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება მავნე ჩვევების აღმოფხვრა. თქვენ რას იტყვით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს