ღარიბმა ფერმერმა თავის ნაკვეთზე ცისფერი კასრი ამოთხარა. მასში 600 მლნ დოლარი აღმოჩნდა

1286

რამდენიმე წლის წინ, მოხუცმა ღარიბმა ფერმერმა კოლუმბიის მთავრობისგან მიიღო 3 000$-იანი გრანტი, პალმის ზეთის ახალი პლანტაციის გახსნისთვის. ამ ფულით, კოლუმბიელმა იქირავა მიწა, რომელიც ოდესღაც მის ოჯახს ეკუთვნოდა.

65 წლის მამაკაცი შეუდგა მუშაობას, თუმცა მალე, მიწიდან ამოთხარა ცისფერი პლასტმასის კასრი. აღმოჩენიდან 2 დღეში, ხოსეს ნაკვეთზე მივიდა მმართველი ძალების წარმომადგენელთა მთელი გუნდი, თუმცა, იმ დროისთვის, ჟურნალისტებმა მოასწრეს ამბის გაზიარება მთელი მსოფლიოსთვის.

საგანძური, რომელიც ფერმერმა იპოვა, პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა ლეგენდარულ პაბლო ესკობართან. იგი უკვე 25 წელია გარდაცვლილია, თუმცა ამ დამნაშავეს დღემდე უწოდებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ნარკობარონს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კოლუმბიის სიღრმეში დაღუპულ კრიმინალურ ავტორიტეტს დღემდე ლამის წმინდანად თვლიან.

მოკლედ, დავუბრუნდეთ ფერმერს. როცა მამაკაცმა ცისფერი კასრი გახსნა, სუნთქვა შეეკვრა. საქმე ისაა, რომ კონტეინერი გატენილი იყო მწვანე კუპიურების შეკვრებით. მოგვიანებით, სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალისტების თქმით, იქ 600 მლნ დოლარი აღმოჩნდა!

მკაცრი და პატივმოყვარე პაბლო ესკობარი ყველას უშლიდა ხელს. ამერიკელები ნარკობარონს იმისთვის სდევდნენ, რომ ეს უკანასკნელი ქვეყანას თავისი საწამლავით ამარაგებდა. მასზე ნადირობდნენ სახელმწიფოებრივი ძალები, აშშ-ს სპეცაგენტები და ბანდიტ-კონკურენტთა დანაყოფები.

ესკობარის ძალაუფლება დაფუძნებული იყოს მის დიდძალ ქონებაზე. 1989 წელს, პაბლოს არანაკლებ 3 მილიარდი დოლარი ჰქონდა, დროთა განმავლობაში კი, კრიმინალის კაპიტალი მხოლოდ იზრდებოდა. თავისი ფულის ნაწილს იგი ქველმოქმედებაში ხარჯავდა. მაგალითად, მან უქონელთათვის მთელი კკვარტლები ააშენა, რის გამოც ღარიბებს ესკობარი ძალიან უყვარდათ.

მას აუარებელი ფული და სერიოზული ძალაუფლება ჰქონდა, თუმცა სიმშვიდე მხოლოდ თუ ესიზმრებოდა. მამაკაცი მუდმივად ძებნაში იყო, ერთი თავშესაფარიდან მეორეში გადადიოდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ესკობარის ხალხმა მოაწყო სამალავები, რომლებშიც დიდ რაოდენობით თანხას მალავდნენ.

სპეციალისტები თვლიან, რომ ხოსე კარტოლოსი სწორედ ასეთ საგანძურს წააწყდა შემთხვევით. საუბედუროდ, თვითონ ფერმერს ამ ფულიდან ერთი დოლარიც კი არ შეხვდა. მისგან საგანძურის წაღებისას, მთავრობამ განაცხადა, რომ მას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მოახმარდა.

ზოგიერთი ექსპერტი ამ სიახლეს არ ენდობა. ისინი თვლიან, რომ კარტოლოსის საგანძური – ესაა სატყუარა, რომელიც მთავრობამ ჩაუშვა, რათა საზოგადოებამ ესკობარის საგანძურზე იფიქროს და ეძებოს იგი.

ნარკობარონის ხალხმა ხომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ნამდვილად დამალეს საგანძურები. შესაძლოა, ამ სახით მთავრობის აგენტები გეგმავენ ახალი “ოქროს ციებ-ცხელების” მოწყობას, ხოლო შემდეგ სხვების აღმოჩენებიდან წილის აღებას.

ეჭვს არ იწვევს ერთი რამ – ხოსეს განძიც რომ ენახა, მას ერთი დოლარიც კი არ შეხვედრია და ეს, ჩემი აზრით, უსამართლობაა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს