ნესტისა და სითბოსგან ახალ აბაზანაშიც კი შეიძლება გაჩნდეს ობი, ვაშორებთ მას იაფიანი და ეფექტური საშუალებით.

0
471

ფილები მდგრადია ტენის მიმართ, იდეალურია აბაზანის, სამზარეულოს კედლებისა და იატაკისთვის, ადვილად იწმინდება, არ იწოვს სუნს და წყალს. მისი ერთადერთი სუსტი წერტილი არის შუა ნაკერები, სადაც გროვდება ჭუჭყი და შეიძლება ობიც, დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ როგორ გავწმინდოთ ფილებს შორის ადგილები მარტივად.

როგორ გავწმინდოთ ზოლები ფილებს შორის

ობი და ჭუჭყი ყველაზე ხშირად ჩნდება სააბაზანო ოთახში: კედლის კუთხეებში, საშხაპესთან. ეს არის ადგილები, სადაც ყველაზე მაღალია ტენიანობა. ამიტომ პრევენციისთვის ის მაშივე უნდა გაწმინდოთ მშრალი ტილოთი.აბაზანაში ობის გაჩენის მიზეზია: სამონტაჟო შეცდომები რემონტის დროს, უხარისხო დალაგება, ცუდი ვენტილაცია და ტენიანობის მაღალი დონე. ესთეტიკურ პრობლემასთან ერთად, ობი საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ თუ ფილებზე დაინახავთ მოშაო ლაქებს, სასწრაფოდ მოაშორეთ ის.

სოკოს საწინააღმდეგო სპეციალური საშუალება – ყველა საყოფაცხოვრებო ქიმიას არ შეუძლია გაუმკლავდეს ობის სოკოს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილოთ მისი წარმოქმნა და თვეში ერთხელ დაამუშავოთ ფილები სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით. სოკოს საწინააღმდეგო ხსნარების შემადგენლობაში შედის მიკრობიციდი, რომელიც ანადგურებს ყველა სახის სოკოს და მავნე მიკროორგანიზმებს.

ქლორი – ობის საწინააღმდეგოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ხსნარი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქლორი. წაუსვით ის ფილების ღარებს, უკეთესია, თუ ამას გააკეთებთ კბილის ჯაგრისით. დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამორეცხეთ და გაწმინდეთ ფილა. მუშაობის დროს გაიკეთეთ ნიღაბი, ჩაიცვით ხელთათმანები და ჩართეთ გამწოვი. უფრო მოსახერხებელია სპრეის გამოყენება.

სპილენძის სულფატი – 5 ლიტრ წყალში გააზავეთ 50 გრ. სპილენძის სულფატი. ამ ხსნარით დაამუშავეთ ფილებს შორის ადგილი ფუნჯით. დატოვეთ 3 საათის განმავლობაში, ჩამორეცხეთ და გაწმინდეთ სუფთა ქსოვილით.

გრუნტის გამოცვლა – როდესაც საწმენდი საშუალებები ვეღარ უმკლავდება პრობლემას, მოგიწევთ შეცვალოთ გრუნტი ფილებს შორის. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო თავად ფილების დემონტაჟი. ლურსმნით ან შპატელით ამოფხიკეთ ძველი ზედაპირი და წაუსვით წინასწარ მომზადებული ახალი მასალა, უმჯობესია იყოს წყალგამძლე.

რჩევა რედაქციისგან: ობისგან ტავის დაცვის საუკეთესო ხერხი მისი პრევენციაა. განსაზღვრეთ მისი გაჩენის მიზეზი სახლში. ხშირად გაანიავეთ სააბაზანო ოთახი, იზრუნეთ სწორ ვენტილაციაზე. ბანაობის შემდეგ კარგად გაამშრალეთ იატაკი და ნივთები.

სასაპნე, კბილის ჯაგრისების ჩასადები ჭიქა ხშირად ხდება ობის სოკოს გამრავლების წყარო, ამიტომ ყოველთვის აკონტროლეთ მათი სისუფთავე. კვირაში ერთხელ დაასუფთავეთ სააბაზანო ქლორის შემცველი ხსნარით, ძმრით, სოდით, ან სოკოს საწინააღმდეგო სარეცხი საშუალებით. უკვე გაჩენილ სოკოსთან გამკლავება ბევრად უფრო რთული საქმეა, ვიდრე მისი პროფილაქტიკა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.