აიზეკ აზიმოვის წიგნები ბავშვობიდან მიყვარდა. მის ფანტასტიკურ სამყაროში ჩაძირვა და ამქვეყნად ყველაფრის დავიწყება მომწონდა. გულწრფელად, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ აზიმოვმა თავის ლიტერატურაში აღწერა ბევრი მოვლენა, რომელიც მალე ახდებოდა. Paparazzi სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის ყველაზე მნიშვნელოვან პროგნოზებს გიზიარებთ.
აიზეკ აზიმოვის წიგნები – აზიმოვმა თავის წიგნებში ბევრი რამ იწინასწარმეტყველა. ეს მხოლოდ საკუთარი ლიტერატურის დახმარებით არ გააკეთა. ცნობილი გამოცემები ინტერვიუებში ხშირად იწვევდნენ, რომ მომავალის შესახებ საკუთარ ვარაუდებზე ესაუბრა. ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ინტერვიუ დაახლოებით 40 წლის წინ მოხდა. 1984 წელს აზიმოვი ჟურნალმა The Star მიიწვია. ყველას აინტერესებდა აზიმოვის ვერსია მომავლის შესახებ. ავტორს ჰკითხეს, როგორი წარმოედგინა სამყარო 2019 წელს. რა შეაწუხებს კაცობრიობას ყველაზე მეტად? აზიმოვმა სამი მასშტაბური მომენტი გამოყო. ესენია ბირთვული ომი, კომპიუტერიზაცია და კოსმოსის ათვისება. პირველი საკითხი ახლა მთელ მსოფლიოს ნამდვილად აღელვებს, რადგან ბევრი სახელმწიფო ბირთვულ პოტენციალს ფლობს. ამაზე ნერვიულობით მილიონობით ადამიანი ვერ იძინებს.
მსოფლიოს კომპიუტერიზაცია – კომპიუტერიზაცია ნამდვილად მოხდა. ეს უფრო კარგია, ვიდრე ცუდი. კომპიუტერული ტექნოლოგიები ინფორმაციის მიღებაში გვეხმარება, ჩვენს ყოფას ამარტივებს და გვართობს. აზიმოვი გვაფრთხილებდა, რომ 2019 წელს ხალხი კომპიუტერის გარეშე ვერ იცხოვრებდა. ალბათ, ეს ავტორის ყველაზე ზუსტი ვარაუდია.აზიმოვი ამბობდა, რომ ბევრი პროფესია კომპიუტერების გამო გაქრება. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ საქმეს უფრო სწრაფად და იაფად შეასრულებენ. ამაში სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი მართალი აღმოჩნდა. ბევრი სამსახური, რომელიც რაღაცის მექანიკურ შეგროვებას, ჭრას და კანცელარიობანას ეხება, ახლა მანქანები ასრულებს. ადამიანი ამ სფეროდან გააძავეს. კომპიუტერები ნაკლებ შეცდომას უშვებენ, მასთან მუშაობაში ადამიანის ფაქტორი თითქმის არაა და თან გადახდა არ სჭირდება!
მწერალი ამბობდა, რომ კომპიუტერიზაცია განათლების სფეროსაც შეეხებოდა. მართალია, ავტორის პროგნოზი უფრო ფატალისტური იყო. მან თქვა, რომ მასწავლებლის პროფესია მთლიანად გაქრებოდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. და მაინც, კომპიუტერიზაციის რაღაც დონეს ვეჯახებით. მაგალითად, ის დისტანციურ სწავლაში ჩნდება. ბავშვებს სკოლაში ფიზიკურად დასწრება აღარ სჭირდებათ.აზიმოვი ვარაუდობდა, რომ 2019 წელს ეკოლოგიური კრიზისი კულმინაციას მიაღწევდა. ასევე ამბობდა, რომ კაცობრიობა იპოვის ხელსაწყოს, რომელიც ამ დილემის მოგვარებაში დაეხმარება. პირველის შესახებ მართალი აღმოჩნდა, მაგრამ პლანეტის მძიმე ეკოლოგიური პრობლემის გამოსწორების გზებს დღემდე ვეძებთ. ნაგვის დახარისხება და პლასტმასის შემცირება გარდაუვალს მხოლოდ ანელებს.
აიზეკ აზიმოვის პროგნოზები, რომლებიც ჯერ არ ახდა
- რობოტიზებული სახლი – აზიმოვი ვარაუდობდა, რომ 2019 წელს ყველა სახლში რობოტები იქნებოდა. თუ ყავის სახარშ აპარატს და რობოტ მტვერსასრუტს სრულფასოვან რობოტებად მივიჩნევთ, მაშინ ყველა ბინაში ტექნოლოგია ნამდვილად არის. თუ სრულფასოვან ანდროიდ დამხმარეზე ვსაუბრობთ, მაშინ ჯერ კიდევ შორსაა.
- კაცობრიობის წარმატებული კოსმოსური ოდისეა – მწერალს სჯეროდა, რომ 2019 წელს კოსმოსის ათვისების დონე უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე ახლაა. რაღაც მომენტში კაცობრიობამ დედამიწის გარშემო სივრცის აქტიურად შესწავლა შეწყვიტა. შესაძლოა, ამას დავუბრუნდეთ.
- მშვიდობა მთელ მსოფლიოში –აზიმოვს სჯეროდა, რომ 2019 წელს კაცობრიობა ომის არაპროდუქტიულობას გააცნობიერებს და მთელ პლანეტაზე მშვიდობა დაისადგურებს. საქმე მწერლის იდეალურ შეხედულებებში არაა. დიდი ხანია გააცნობიერა, რომ თანამშრომლობის გარეშე ვერ გადავრჩებით. ბრძოლა განვითარებაში ხელს გვიშლის და დროთა განმავლობაში კაცობრიობის განადგურებას გამოიწვევს.
ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – ვცდილობ დავიჯერო, რომ ბოლო პუნქტი მალე ახდება. ალბათ, ბევრ ადამიანს ამის რწმენა რთულ დროში სასოწარკვეთისგან იცავს. რა გეხმარებათ თქვენ? შესაძლოა აზიმოვის წიგნები?