ბევრი მებოსტნე ათწლეულები ებრძვის კოლორადოს ხოჭოს, რომელსაც ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც გადარჩენა შეუძლია. ამ მავნებელს ბევრი შხამიანი საშუალების მიმართ იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს. სწორედ ამიტომ, საქმეში უნდა ჩართოთ ხალხური მეთოდები, რომელიც ფოთლების მჭამელს აშინებს. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოიშოროთ კოლორადოს ხოჭო მდოგვის გამოყენებით.სწორია, ეს პროდუქტი მავნებელს ყველაზე უკეთ აფრთხობს. მდოგვის ფხვნილი ეკოლოგიურად უვნებელია, რასაც ქიმიკატებზე ვერ ვიტყვით, რომლებიც ხშირად კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ გამოიყენება. ბიუჟეტური გამოცდილი მეთოდი სცადეთ და მისი უპირატესობა თავად შეაფასეთ.
როგორ მოვიშოროთ კოლორადოს ხოჭო მშრალი მდოგვით – მდოგვის ფხვნილის ხსნარით კარტოფილის ფოჩები დანამეთ და საძულველ ლარვებს, რომლებიც ნერგებს აზიანებენ, მოიშორებთ. მცირე ხარჯებით კოლორადოს ხოჭოს დაშინებას შეძლებთ. ხსნარი გააკეთეთ, პროპორციები დაიცავით, რეზინის ხელთათმანი გაიკეთეთ და მზა საშუალება ბოსტანში გააფრქვიეთ. შედეგი არ დააყოვნებს.
- 1–ელი რეცეპტი: მოსამზადებლად დაგჭირდებათ 4 ს/კ მდოგვის ფხვნილი. 100 მლ 9%–იანი სუფრის ძმარი დაუმატეთ და აურიეთ. 10 ლ სუფთა წყალში გააზავეთ და კარგად აურიეთ. მზადაა!
- მე–2 რეცეპტი: მომზადების მეთოდი 1–ელი რეცეპტისგან ოდნავ განსხვავდება, მაგრამ იგივე კომპონენტები გამოიყენება. 8 ს/კ მდოგვის ფხვნილი 10 ლ სუფთა წყალში გააზავეთ. 12 საათით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ 150 მლ სუფრის ძმარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
რეკომენდაციები: მშრალ მდოგვზე დაფუძნებული საშუალებით ბუჩქები რეგულარულად დაამუშავეთ. ხსნარი მომზადებიდან 3 საათის განმავლობაში უნდა გააფრქვიოთ. სხვა შემთხვევაში სათანადო ეფექტს ვერ მოგცემთ. გახსოვდეთ, რომ პროცედურა უნდა გაიმეოროთ, თუ პროცესის დასრულების შემდეგ გაწვიმდა.მდოგვის ფხვნილით და ძმრით მომზადებული ხსნარი კოლორადოს ხოჭოსთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ზემოთ აღწერილი ორი რეცეპტი გამოიყენეთ და შედეგები გაგვიზიარეთ.