ჩემს ქალაქში გაზაფხული მკვეთრად და მოულოდნელად მოვიდა. არა, მიხარია, მაგრამ საგაზაფხულო ტანსაცმლისთვის ჩემი სხეული ჯერ არ მომიმზადებია. მაგალითად, საყვარელი ჯინსი ვიწროდ მაქვს, ხოლო კოსტიუმი საერთოდ არ მეკვრება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ერთ–ერთი საგაზაფხულო სწრაფი დიეტის გამოყენება და სასმელის შემოწმება, თუ რამდენად წმენდს ორგანიზმს. ჩემი კოლეგა სტაბილურად, სეზონზე ერთხელ ერთი სამუშაო კვირა ამით ვახშმობს. მისი ტანი რომ ნახოთ! 47 წლისაა და მჭიდრო შარვალს სტუდენტ გოგოსავით იცვამს. თეძოებსა და მუცელზე „ყურები“ არ აქვს. მეც მინდა!
როგორ მოვამზადოთ სასმელი ორგანიზმის გასაწმენდად
დეტოქს სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 კონა ახალი ოხრახუში, 1 საშუალო ზომის კოჭის ფესვი, 1 ჩ/კ დარიჩინი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი. ამ ყველაფერს 0,5 ლ სასმელი წყალი დაასხით და დააბლენდერეთ. ნარევი სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.ოხრახუში გარეცხეთ, ტოტები პატარა ნაწილებად დაყავით. კოჭის ფესვი გათალეთ, ლიმონიდან წვენი გაწურეთ. ინგრედიენტები ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ. დარიჩინი და ძმარი დაუმატეთ. წყალი დაასხით და დააქუცმაცეთ. სასმელი მარლაში ან საწურში გადაწურეთ. ყოველდღე ახალი სასმელი უნდა მოამზადოთ. ასე მაქსიმალურად სასარგებლო სასმელს მიიღებთ.
სასმელი ძილის წინ 5 დღე ზედიზედ დალიეთ, თუ ფორმების მოწესრიგება გსურთ. გახსოვდეთ, რომ ორგანიზმის გამწმენდი სასმელი ვახშმის ალტერნატივა არაა. გირჩევთ, რომ ჯერ მსუბუქად ივახშმოთ, ხოლო ცოტა ხანში ვიტამინების წვენი დალიოთ. როგორ ემზადებით ღია ტანსაცმლის სეზონისთვის? გაგვიზიარეთ საიდუმლოებები!